top of page

Terranova - Beauty Complex - ᲗᲛᲐ, ᲙᲐᲜᲘ & ᲤᲠᲩᲮᲘᲚᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)

SKU 5060203791629
Price

65,00GEL

  • ამდიდრებს ორგანიზმს ყველა აუცილებელი კომპონენტით, რაც უშუალოდ მონაწილეობს თმის, ფრჩხილების და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის,სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

Terranova - Beauty Complex თმა, კანი, ფრჩხილი - ის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც შედგება ყველა იმ საჭირო ვიტამინისა და მინერალისგან, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ თმის, ფრჩხილის და კანის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს თუთიას, ბიოტინს, A და C ვიტამინებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა ზრდის კანის ელასტიურობას, აღადგენს ტენიანობას და ამცირებს კანის სიმშრალეს, ხელს უწყობს კანში კოლაგენის და ჰიალურონის მჟავას სინთეზს, ეფექტურად ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე არსებულის შემდგომ განვითარებას, ამცირებს გამონაყარს, ასევე ეფექტურია თმის ცვენისა და მტვრევადი ფრჩხილების დროს, თმას ხდის ბზინვარეს და ხშირს. მკვეთრად აუმჯობესებს ფრჩხილის სტრუქტურას, რაც ხელს უშლის მის აქერცვლას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვიტამინი C (Ca, Mg ასკორბატი) – 100მგ
  • თუთია (ასკორბატი) - 5მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი) - 20მგ
  • არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 5.5მგ
  • ვიტამინი A (რეტინილ პალმიტატი) – 375მკგ
  • ბუნებრივი ბეტა კაროტინი / შერეული კაროტინოიდები (Dunaliella salina ) - 2მგ
  • ბიოტინი (d-Biotin) - 100მკგ
  • OptiMSM (მეთილსულფონილმეთანი) – 400მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 325მგ
  • შვიტა (Equisetum arvense) - 150მგ
  • ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 100მგ
  • ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 50მგ
  • მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) - 50მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa bran) - 50მგ
  • კაკაო (Theobroma cacao) - 25მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 25მგ
  • აზიური ცენტელას ფოთოლი (Centella asiatica) - 25მგ
  • ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 25მგ
  • წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 25მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  • ეგზემა
  • აკნე
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • კანის დაბერება
  • დერმატიტი
  • თმის ცვენა

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

 

ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page