



Weleda - ᲡᲐᲣᲙᲣᲜᲝᲕᲐᲜᲘ ᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐ ᲔᲜᲓᲝ
კომპანია ველედა (Weleda) 1921 წელს დაარსდა შვეიცარიაში, როგორც პატარა ფარმაცევტული ლაბორატორია სამკურნალო მცენარეების
საკუთარი ბაღით, დღეს ის ხუთივე კონტინენტის 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ველედას პროდუქტები იქმნება უმაღლესი ხარისხის ბიო და
ნატურალური ინგრედიენტ ებით, შვეიცარიაში, გერმანიასა და საფრანგეთში მდებარე საწარმოებში.
ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ
სახის მოვლის ახალი ხაზი „ლურჯი გენციანა & ედელვაისი“ - თავისი ინოვაციური ფორმულით, ეფექტურად გაამკვრივებს თქვენს კანს, დააბალანსებს პიგმენტაციას და სახის კონტურს უფრო გამოკვეთს.
-
ზრდის კანში კოლაგენის შემცველობას 60%-ით
-
88% ამცირებს ღრმა ნაოჭებს
-
79% სახის კონტურები უფრო გამოკვეთილია
-
100% ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს და აღადგენს კანს
-
100% სერთიფიცირებული ბუნებრივი პროდუქცია

ᲘᲖᲠᲣᲜᲔᲗ ᲙᲐᲜᲖᲔ ᲕᲔᲚᲔᲓᲐᲡ ᲡᲥᲘᲜᲤᲣᲓᲘᲡ ᲛᲙᲕᲔᲑᲐᲕᲘ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲮᲐᲖᲘᲗ
სქინ ფუდის სახის ხაზი სპეციალურად შეიქმნა მშრალი სახის მოსავლელად - მყისიერად დატენიანებული, რბილი და სასიამოვნოდ კომფორტული კანის სტრუქტურის მისაღებად.
-
სქინ ფუდი მკვებავი დღის კრემი: +72% მყისიერად ატენიანებს
-
სქინ ფუდი მკვებავი ღამის კრემი: +24% უჯრედების განახლებას ხელს უწყობს
-
სქინ ფუდი გამწმენდი ბალზამი 100% წმენდს სახის კანს
-
100% ბუნებრივი წარმოშობის
-
დერმატოლოგიურად დადასტურებულია კანის ტოლერანტობა
WELEDA
ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲙᲝᲡᲛᲔᲢᲘᲙᲘᲡ ᲤᲘᲚᲝᲡᲝᲤᲘᲐ
თავის მოვლის საკითხში ველედა ერთიანი მიდგომის ერთგული რჩება, რადგან მისი ღრმა რწმენით, სხეულის მოვლა არა მარტო სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობასაც ემსახურება. ბუნების სიბრძნეზე და მის ვირტუოზულ თვისებებზე დაყრდნობით, ველედას ფილოსოფია აერთიანებს ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების ეფექტებს კანის თვითგაჯანსაღების საკუთარი უნარების გასაძლიერებლად. წამყვანი მცენარე განსაკუთრებულ ხასიათს სძენს კანის მოსავლელი პროდუქტების თითოეულ სერიას. წამყვანი მცენარეები სიცოცხლის სხვადასხვა ფაზაში ჩვენი განსხვავებული საჭიროებების სიმბოლოებია და ისინი ველედას პროდუქტების ეფექტურობას განაპირობებს, მაგალითად, ბროწეულს აღმდგენი და ანტიოქსიდაციური თვისებები აქვს. ველედას გათვითცნობიერებული აქვს, რომ ბუნებისა და ადამიანის სასიცოცხლო პროცესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ამ ურთიერთკავშირის შესახებ ცოდნა მას საშუალებას აძლევს მცენარის შინაგანი უპირატესობები გამოიყენოს.


ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲨᲝᲑᲘᲡ
ᲐᲥᲢᲘᲣᲠᲘ ᲘᲜᲒᲠᲔᲓᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ
ველედას პროდუქტები ბუნებრივ, ძვირფას ინგრედიენტებს - ბუნებრივ მცენარეულ ზეთებს - შეიცავს. ბუნებრივ ეთერზეთებთან, მცენარეულ ექსტრაქტებთან და მაღალი ხარისხის სხვა ინგრედიენტებთან ერთად ეს ზეთები ხელს უწყობს ველედას ჰოლისტიკური კომპოზიციების საერთო ეფექტურობას.
რა სჭირდება ჩვენს კანს − აღდგენა და ანტიოქსიდაციური დახმარება თუ უმთავრესად დატენიანება? ზეთებისა და ექსტრაქტების უნიკალური კომბინირებით ველედა კანის კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს. ზეთები, რომლებსაც ის კოსმეტიკაში იყენებს, მიღებულია გარგარის თესლისგან, არგანის ნაყოფისგან, ბროწეულის თესლისგან, ხორბლის მარცვლისგან, ქაცვის ან ენოთერას თესლისგან. ასევე, ეფექტურ ექსტრაქტებს ამზადებს ისეთი მცენარეებისგან, როგორებიცაა ბალბა ან ტენის შემნახავი კაქტუსი ოპუნცია.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲖᲐᲓᲓᲔᲑᲐ ᲙᲐᲚᲔᲜᲓᲣᲚᲐᲡ ᲜᲐᲧᲔᲜᲘ?
ველედა მრავალი სახის ტინქტურას აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტში გამოსაყენებლად. მაგალითად, კალენდულას ტინქტურა არის ექსტრაქტი კალენდულას მთლიანი მცენარისგან ან მისი გარკვეული ნაწილებისგან, იმის მიხედვით, თუ რომელ პროდუქტში უნდა იქნეს ის გამოყენებული. ველედას მიერ შემუშავებული ექსტრაქციის ხერხები მაქსიმალურად ინარჩუნებს მცენარის ბუნებრივ თვისებებსა და მახასიათებლებს. ექსტრაგენტებად გამოყენებულია სპირტი, წყალი, მარილხსნარი და ზეთი. ტინქტურის დასამზადებლად კალენდულას ახალდაქუცმაცებულ მცენარეებს ურევენ ექსტრაგენტს - პროცესის თითოეული საფეხური გულდასმით ხორციელდება კონტროლირებად გარემოში. ეს უზრუნველყოფს, რომ კალენდულამ რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადასცეს ტინქტურას თავისი სუბსტანციები და თვისებები.


ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲣᲚᲘ ᲖᲔᲗᲔᲑᲘ ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲙᲐᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
მცენარეები მზის სინათლესა და სითბოს შთანთქავენ და ისეთ მატერიად გარდაქმნიან, როგორიცაა შაქრები. მთელი რიგი საფეხურების გავლით შაქრები გარდაიქმნება ნივთიერებებად, რომლებიც ლიპიდებს წარმოქმნის და თესლში ინახება. მცენარის თესლიდან და მარცვლიდან მიღებული ზეთი მდიდარია ნაჯერი და უჯერი ცხიმმჟავებითა და მკვებავი ვიტამინებით. სუფთა მცენარეული ზეთები შემადგენლობით ადამიანის კანის ბარიერის ლიპიდების მსგავსია, ამიტომ ისინი კანში შეიწოვება და ორგანიზმის მიერ მეტაბოლიზდება. ეს ზეთები ადვილად აღწევს კანის ზედა შრეებში და აძლიერებს მათ ბუნებრივ ფუნქციებს, ამაღლებს ლიპიდების შემცველობას და ხელს უშლის ტენის კარგვას. მცენარეული ზეთებისგან განსხვავებით, მინერალურ ზეთებს აქვს დამხშობი ზემოქმედება (რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ზეთები კანის ზედაპირზე რჩება) და ორგანიზმს მათი მეტაბოლიზება არ შეუძლია.













































