top of page

ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ვებგვერდი - https://www.euronaturals.ge/ - წარმოადგენს შპს „ევრონატურალსის“ (ს/ნ: 405755598) საკუთრებას და მისი გამოყენება რეგულირდება ქვემოთ მოცემული წესებითა და პირობებით.

ვებგვერდის გამოყენებით შენ ადასტურებ, რომ ეთანხმები მოცემულ წესებსა და პირობებს და ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს აღნიშნულს, შეიძლება გახდეს შენი ანგარიშის გაუქმების/წაშლის მიზეზი.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ეს პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ვებგვერდზე წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, განახლებული ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, უნდა გაეცნო ცვლილებებს. ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ავტომატურად ნიშნავს, რომ შენ ეთანხმები განახლებულ პირობებს.

ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲐ

EuroNaturals-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, შენ უფლებას გვანიჭებ შევინახოთ, დავამუშავოთ და გამოვიყენოთ შენი მხრიდან მოწოდებული პერსონალური სახის ინფორმაცია (კერძოდ, სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ნომერი). აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ამასთან, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირდები, ადასტურებ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია. არასწორმა და არასრულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.

შენ პასუხისმგებელი ხარ შენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე, პასუხისმგებლობას იღებ შენს სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა აქტივობასა და ქმედებაზე. შენი უსაფრთხოების დარღვევის
ან/და ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდი ელ. ფოსტაზე: contact@euronaturals.ge

ᲨᲔᲙᲕᲔᲗᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ

პროდუქტის შეძენა შეგიძლია ჩვენი ონლაინ ვებგვერდის საშუალებით. მიღებული შეკვეთა დამუშავდება გადახდის დადასტურების შემდეგ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: პროდუქტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, პროდუქტის აღწერილობაში ან ღირებულებაში შეცდომების არსებობა, შეცდომები მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა.

ასევე, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ შეკვეთა თაღლითობის ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

პროდუქტების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს კომპანია ონვეი/Onway (ვებგვერდი: www.onway.ge). მიწოდების ღირებულება ქალაქ თბილისში 6 ლარს შეადგენს და მოიცავს 1-2 დღეს, სხვა დიდ ქალაქებში მიწოდების ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 2-3 დღეს მოიცავს, ასევე, სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მიწოდების ღირებულება 10 ლარია და მიწოდების ვადა 3-4 დღეს მოიცავს. 100 ლარს ზემოთ შეკვეთისას მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. თუ შეკვეთის მიწოდების ვადაში კვირა დღე ან ოფიციალური უქმე დღე მოხვდა, მიტანა შესაძლოა ერთი დღით გადავადდეს. ამასთან, მიწოდების ვადები წარმოადგენს საშუალო შეფასებას და შესაძლოა შეიცვალოს დაუგეგმავი გარემოებების გამო.

თუ პროდუქტს დაზიანებულ ან არასათანადო მდგომარეობაში მიიღებ, პროდუქტის მიღების დღესვე უნდა დაგვიკავშირდე ჩვენს ელ. ფოსტაზე: contact@euronaturals.ge ან მოგვწერო სხვა საკომუნიკაციო არხებზე. სხვა შემთხვევაში შეძენილი და შემდგომ მიწოდებული პროდუქტის უკან დაბრუნება არ ხდება. ასევე, უფლება გაქვს გააუქმო შეკვეთა, თუმცა შენი პასუხისმგებლობაა, რომ შეკვეთის განხორციელების დღესვე მოგვაწოდო შესაბამისი ინფორმაცია.

საკითხის დაზუსტებისა და გარკვევის შემდეგ 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში პროდუქტის ღირებულების შესაბამისი თანხა დაგიბრუნდება იმავე მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა, თუ ჩვენ შორის სხვა შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

ᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ

„ევრონატურალსის“ მომსახურების მიღებით თანხმობას აცხადებ, ელექტრონული ფოსტით, SMS-ით ან სხვა საკომუნიკაციო არხებით მიიღო სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, მარკეტინგული და სარეკლამო მასალები, სპეციალური შეთავაზებები, აქციები და სხვა. შეგიძლია უარი თქვა ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღებაზე. ამასთან დაკავშირებით შეგვატყობინე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: contact@euronaturals.ge.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მომხმარებელს გავუგზავნოთ აუცილებელი შეტყობინებები, რომლებიც დაკავშირებულია შეკვეთების დადასტურებასთან, მიწოდებასთან, ანგარიშის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელოვან ცვლილებებთან და სხვა. აღნიშნული შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა შეუძლებელია, რადგან ისინი მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲝᲑᲐ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ პროდუქტის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ინფორმაცია იყოს არაზუსტი მომარაგების ცვლილებების გამო.

 

თუ შენ მიერ შეძენილი პროდუქტი დროებით ან სრულად ამოიწურა, ჩვენ დროულად დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ ალტერნატივას, თანხის დაბრუნებას ან შეკვეთის შეცვლას.

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ Cookies?

ევრონატურალსი იყენებს Cookie ფაილებს - ჩანაწერებს, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
 

Cookie ფაილების მეშვეობით ჩვენ ვაგროვებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა:
 

  • მოწყობილობის ტიპი (მაგალითად, კომპიუტერი, სმარტფონი)

  • ბრაუზერი

  • ვებგვერდზე ვიზიტის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა

  • რომელი პლატფორმიდან (სოციალური ქსელები, საძიებო სისტემა, პირდაპირი ბმული) გადმომისამართდა მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდზე

  • მომხმარებლის ქცევა ვებგვერდზე: რომელ გვერდებზე გადავიდა ვიზიტორი, რომელი პროდუქტები დაათვალიერა და სხვა.
     

ეს ინფორმაცია წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს და მისი მეშვეობით არ ხდება მომხმარებლების იდენტიფიცირება.

Cookie ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲢᲘᲞᲔᲑᲘ

  1. აუცილებელი Cookies (Essential Cookies)
    უზრუნველყოფს ვებგვერდის საბაზისო ფუნქციონირებას, მაგალითად, გვერდებზე ნავიგაციასა და უსაფრთხოებას. ამ ფაილების გამორთვა შეუძლებელია, რადგან ისინი ვებგვერდის შეუფერხებელი მუშაობისთვის არის საჭირო.

  2. ფუნქციური Cookies (Functional Cookies)
    ინახავს შენს არჩევანს, მაგალითად, Cookie პოლიტიკაზე თანხმობას, რაც გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულსა და კომფორტულს ხდის.

  3. ანალიტიკური Cookies (Analytics Cookies)
    გვეხმარება უკეთ გავიგოთ, როგორ იყენებენ ვიზიტორები ვებგვერდს - რომელი გვერდები ან პროდუქტებია ყველაზე პოპულარული და რამდენ ხანს რჩებიან მომხმარებლები ვებგვერდზე.

  4. მარკეტინგული Cookies (Marketing Cookies)
    გვეხმარება მოგაწოდოთ პერსონალიზებული, შენს ინტერესებზე მორგებული რეკლამები, შეთავაზებები და ფასდაკლებები.

Cookie ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ

​Cookie ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის ვიყენებთ:
 

  • ვებგვერდის ეფექტური ფუნქციონირება და მართვა

  • მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაცია და გაუმჯობესება

  • სტატისტიკური ანალიზი

  • მიზნობრივი და ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა

 

ვებგვერდზე პირველად ვიზიტისას შენ შესაძლებლობა გაქვს, დათანხმდე Cookie ფაილების გამოყენებას ან აირჩიო შენთვის მისაღები პარამეტრები. Cookie პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შენი ბრაუზერის მეშვეობით - მისი წაშლის შემთხვევაში, ვებგვერდი ხელახლა მოითხოვს თანხმობას.

ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲐ

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ვიზუალური და ტექსტური მასალა (ლოგოები, პროდუქტის ფოტოები და აღწერები, ინფორმაცია, ბლოგები და სხვა) წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას ან გვაქვს აღნიშნულის გამოყენების ნებართვა. ვებგვერდსა და სხვა ციფრულ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით.

ამ მასალების კოპირება, გავრცელება ან სხვა კომერციული მიზნით გამოყენება დაუშვებელია კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე.

ᲡᲐᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲝ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ელ. ფოსტა: contact@euronaturals.ge

საკონტაქტო: +995 599 96 15 40

მისამართი: თბილისი, ვახტანგ ჭელიძის ქ. N69

bottom of page