Terranova - Green Child ᲡᲐᲑᲐᲕᲨᲕᲝ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)
55,00GEL
- ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. განკუთვნილია 4-12 წლამდე ბავშვებისთვის
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ
Terranova - Green Child საბავშვო მულტივიტამინები წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს 4-12 წლის ბავშვებისთვის, რომელიც აერთიანებს 13 ვიტამინს, 10 მინერალს და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ნივთიერებების შეწოვა და აქტივაცია.
ეს უნიკალური ფორმულა აღადგენს ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნორმალურ დონეს, მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლაში. ზრდის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის და სტრესის შემცირებას. უზრუნველყოფს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების განვითარებას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
აქტიური ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულა:
- ვიტამინი C (კალციუმის & მაგნიუმის ასკორბატი) - 50 მგ
- კალციუმი (კარბონატი & ასკორბატი) - 50მგ
- მაგნიუმი (ოქსიდი & ასკორბატი) - 25მგ
- დოკოზაჰექსაენოინის მჟავა - 25მგ
- ნიაცინი (ნიაცინამიდი) - 8მგ
- ვიტამინი E (D-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 5მგ
- პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) - 5მგ
- რკინა (ბისგლიცინატის ქელატი [Ferrochel™]) - 5მგ
- თუთია (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 3მგ
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 1მგ
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 1მგ
- ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 0.8მგ
- მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი [TRAACS™]) - 0,5მგ
- ვიტამინი A (პალმიტატი) - 400მკგ
- სპილენძი (გლუკონატი) - 0,3მგ
- ფოლატი (კალციუმის l-მეთილფოლატი) - 200მკგ
- იოდი (კალიუმის იოდიდი) - 75მკგ
- ბიოტინი (d-ბიოტინი) - 50მკგ
- სელენი (სელენომეთიონინი) - 20მკგ
- ქრომი (პიკოლინატი) - 10მკგ
- K2 როგორც MK-7 (MenaQ7®)* - 10მკგ
- ვიტამინი D3 (მიღებულია ლიქენიდან) - 200სე
- მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი) - 2,5მკგ
- ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) - 2მკგ
- Magnifood - ის კომპლექსი - 290მგ
- სპირულინა (Spirulina platensis) - 100მგ
- ჭარხალი (Beta vulgaris) - 50მგ
- მაყვალი (Rubus fruticosus) - 50მგ
- ისპანახი (Spinacia oleracea) - 20მგ
- ბროკოლი (Brassica oleracea) - 20მგ
- წყლის წიწმატი (Nasturtium officinale) - 20მგ
- ბაბუაწვერა (Taraxacum officinalis) - 20მგ
- ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 10მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
- ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
- წყალი
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ
ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი 4-12 წლამდე ბავშვებისთვის
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ
- 4-12 წლამდე ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.
- ბავშვებს, რომელთაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე (წვენი, სმუზი, იოგურტი).
ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
- ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა
- ლაქტაცია
- 3 წლამდე ასაკის ბავშვები
ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ
Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 2 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
Quantity