top of page

Terranova - ᲞᲠᲔᲜᲐᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲣᲚᲢᲘᲕᲘᲢᲐᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (100 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)

SKU 5060203791391
Price

115,00GEL

  • განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო-მონაცრისფრო/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების,  ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

Terranova - პრენატალური მულტივიტამინების კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ აუცილებელ საკვებ დანამატს, რომელიც განაპირობებს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს, კაროტინოიდებს, C, E, D ვიტამინებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა გათვლილია ორსული ქალის და ნაყოფის დღიურ მოთხოვნილებებზე. არეგულირებს ჰორმონალურ ბალანს და გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ორსულობის შეწყვეტის რისკებს და ტოქსიკოზის სიმპტომებს. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარებას და ანომალიების პრევენციას, ინოზიტოლი ბუნებრივად ზრდის პროგესტერონის დონეს, ხოლო ქოლინი აუცილებელი კომპონენტია ნაყოფის მემბრანის ფორმირებისთვის.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

  • კალციუმი (კარბონატი, ციტრატი & ასკორბატი) - 100მგ
  • მაგნიუმი (ოქსიდის, ციტრატის და ასკორბატი) - 50მგ
  • რკინა (ბისგლიცინატის ქელატი) - 15მგ
  • თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 10მგ
  • ციტრუსის ბიოფლავონოიდები - 20მგ
  • DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა) - 15მგ
  • ვიტამინი E (დ-ალფა ტოკოფერილ სუქცინატი) - 20მგ
  • ბუნებრივი ბეტა კაროტინი/შერეული კაროტინოიდები - 2მგ
  • ნიაცინამიდი - 15მგ
  • ქოლინის ბიტარტრატი - 5მგ
  • სპილენძი (გლუკონატი) - 1მგ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) - 5მგ
  • ვიტამინი C (კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის ასკორბატი) - 60მგ
  • პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოტენატი) - 5 მგ
  • ინოზიტოლი - 5მგ
  • მანგანუმი (ბისგლიცინატის ქელატი) - 0.5მგ
  • სელენი (სელენომეთიონინი) - 25მკგ
  • ვიტამინი D3 (ვეგანური ქოლეკალციფეროლი - ლიქენიდან) - 400სე
  • ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) - 3მგ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 3მგ
  • ფოლატი (კალციუმის L-მეთილფოლატი) - 400მკგ
  • ქრომი (პიკოლინატი) - 20მკგ
  • იოდი (კალიუმის იოდიდი) - 100მკგ
  • ბიოტინი (d-ბიოტინი)- 150მკგ
  • Magnifood - ის კომპლექსი - 350მგ
  • კალეს ფოთოლი (Brassica oleracea var acephala) - 100მგ
  • მაყვალი (Rubus fruticosus) - 50მგ
  • მოცვის ნაყოფი (Vaccinium myrtillus) -50მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50მგ
  • ჭარხალი (Beta vulgaris) - 25მგ
  • ისპანახის ფოთოლი (Spinacia oleracea) - 25მგ
     

დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  • ორსულობის დაგეგმვის პერიოდი
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ

 

ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • დანამატის მიღება დაუშვებელია სამ წლამდე ბავშვებისთვის.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page