top of page

Terranova - ᲙᲐᲚᲪᲘᲣᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲒᲜᲘᲣᲛᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 2:1 (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)

SKU 5060203791032
Price

50,00GEL

  • უზრუნველყოფს კალციუმის დეფიციტის მკურნალობას და პროფილაქტიკას, აუმჯობესებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მონაცრისფრო/მომწვანო წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

Terranova - კალციუმისა და მაგნიუმის კომპლექსი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობისა და ათვისების უნარის მქონე, 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან შექმნილი ბუნებრივი მინერალების ნაკრებს. მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. სინერგიული მოქმედების წყალობით საკვები დანამატი ხელს უშლის ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად ეხმარება ქალბატონებს პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მინერალური დეფიციტის შევსებაში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმს აქტიურად ებრძოლოს სტრესს და დაღლილობას.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა დამატებით შეიცავს Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და ეფექტურობა. ფორმულის შემადგენლობაში არსებული ჯინჯერის ფესვი ასტიმულირებს მარილმჟავასა და პეფსინის გამოთავისუფლებას, რითაც ზრდის აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

  • კალციუმი (კარბონატი და ციტრატი) – 500მგ
  • მაგნიუმი (ოქსიდი და ციტრატი) – 250მგ
  • FOS (მიღებული ვარდკაჭაჭასგან) - 50მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი – 450მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250მგ
  • ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 100მგ
  • შვიტა (Equisetum arvense) - 50მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50მგ
  • იონჯას ყვავილი & ფოთოლი (Medicago sativa) - 25მგ
  • გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 25მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  • ოსტეოპოროზი
  • დაღლილობა
  • მენოპაუზა
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა
  • ნერვული სისტემის დარღვევა
  • სტრესი და შფოთვა

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

ზრდასრულებისთვის მიიღება 2-4 კაფსულა კვების დროს.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

 

ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page