top of page

Terranova - ᲛᲝᲛᲜᲔᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲤᲔᲠᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ & ᲞᲠᲝᲑᲘᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)

SKU 5060203790769
Price

85,00GEL

  • უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია ღია ყავისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარს, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

Terranova - მომნელებელი ფერმენტები & პრობიოტიკები უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას, აუმჯობესებს პერისტალტიკას და ამცირებს დისკომფორტს მუცლის არეში. ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ნაწლავიდან გამოდევნას, მიკრობული ბალანსის შენარჩუნებასა და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მომნელებელი ფერმენტებისა და პრობიოტიკების კომპლექსს, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას და მიკროფლორის ბალანსის აღდგენას ორგანიზმში. ასევე, შეიცავს Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
უნიკალური ფორმულა აუმჯობესებს ნაწლავის ფერმენტულ ფუნქციას, ამაღლებს იმუნური დაცვის დონეს, სწრაფად აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას საჭმლის მონელების დარღვევის შემდგომ, ამცირებს მავნე ნივთიერებების შეწოვას ნაწლავებში და ანეიტრალებს პათოგენებს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

  • მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი - 80მგ
  • პროტეაზა (A. oryzae) 14,690 HUT – 27.6mg
  • ამილაზა (A. oryzae) 2,545 DU – 16.9mg
  • ლაქტაზა (A. oryzae) 727 ALU – 7.3mg
  • გლუკოამილაზა (A. niger) 6.5 AGU – 7.3mg
  • ალფა გალაქტოზიდაზა (A. niger) 109 GalU – 7.3mg
  • პროტეაზა (A. niger) 36 SAPU – 6.8mg
  • ინვერტაზა (S. cerevisiae) 291 SU – 3.3mg
  • ლიპაზა (C. rugosa) 349 FIP – 1.9mg
  • გლუკოამილაზა (R. oryzae) 0.72 AGU – 1.1mg
  • ლიპაზა (A. niger) 7.27 FIP – 0.15mg
  • ლიპაზა (R. oryzae) 7.27 FIP – 0.15mg
  • FOS (მიღებული ვარდკაჭაჭადან) - 35მგ
  • არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) - 25მგ
  • პრობიოტიკების კომპლექსი - 13მგ
  • Lactiplantibacillus plantarum (Rosell-1012)333 მილიონი CFU
  • Lacticaseibacillus paracasei (Rosell-215) 267 მილიონი CFU
  • Lacticaseibacillus rhamnosus (Rosell-11) 233 მილიონი CFU
  • Lactobacillus acidophilus/helveticus (Rosell-52) 167 მილიონი CFU
  • Bifidobacterium lactis (CHR Hansen BB-12) 167 მილიონი CFU
  • Magnifood - ის კომპლექსი - 275მგ
  • კამის თესლი (Foeniculum vulgare) - 75მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50მგ
  • ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 50მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 50მგ
  • ილის ნაყოფის გარსი (Elettaria cardamomum) - 25მგ
  • არტიშოკის ფოთოლი (Cynara scolymus) - 25მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 
  • წყალი

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები
  • დისპეპსია (საჭმლის მონელების დარღვევა)
  • ნახშირწყლების აუტანლობა 
  • გასტროეზოფაგიური რეფლუქსი
  • საკვების აუტანლობა 

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა მსუბუქი კვების დროს, ხოლო 1 ან 2 კაფსულა ძირითადი კვების დროს. 

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია

 

ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • პაციენტებში, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ანამნეზით, სასურველია სიფრთხილის გამოჩენა დანამატის მიღებისას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
  • შესაძლოა შეიცავდეს სოიოს კვალს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page