top of page

Terranova - ᲛᲝᲛᲜᲔᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲤᲔᲠᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ)

SKU 5060203790677
Price

70,00GEL

  • აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ოპტიმალურ მონელებას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მომწვანო/მოყავისფრო წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას. ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, სიმინდის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატების, კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

Terranova - მომნელებელი ფერმენტების კომპლექსი წარმოადგენს მცენარეულ საკვებ დანამატს, რომელიც აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ოპტიმალურ მონელებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ფართო სპექტრის საჭმლის მომნელებელ ფერმენტებსა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობას და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, ისე რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა აერთიანებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ფართო ჯგუფს, მათ შორის პროტეაზას, ამილაზას და ლიპაზას, რომლებიც სინერგიულად მუშაობენ ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების და ბოჭკოების დასაშლელად. აუმჯობესებენ საკვები ნივთიერებების შეწოვას და ამცირებენ დისკომფორტს მუცლის არეში. აღსანიშნავია ალფა გალაქტოზიდაზა, რომელიც მარტივად უმკლავდება ისეთ რთულ კარბოჰიდრატებს, როგორიცაა ლობიო და სხვა მარცვლეული პროდუქტები.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულა:

  • პროტეაზა (A. oryzae) 14,690 HUT - 27,6მგ
  • ამილაზა (A. oryzae) 2,545 DU - 16,9მგ
  • ლაქტაზა (A. oryzae) 727 ALU - 7,3მგ
  • გლუკოამილაზა (A. niger) 6.5 AGU - 7,3მგ
  • ალფა-გალაქტოზიდაზა (A. niger) 109 GalU - 7,3მგ
  • პროტეაზა (A. niger) 36 SAPU - 6,8მგ
  • ინვერტაზა (S. cerevisiae) 291 SU - 3,3მგ
  • ლიპაზა (C. rugosa) 349 FIP - 1,9მგ
  • გლუკოამილაზა (R. oryzae) 0.72 AGU - 1,1მგ
  • ლიპაზა (A. niger) 7.27 FIP - 0,15მგ
  • ლიპაზა (R. oryzae) 7.27 FIP - 0,15
  • Magnifood-ის კომპლექსი – 450მგ
  • კამის თესლი (Foeniculum vulgare) - 100მგ
  • ქერის ღივი (Hordeum vulgare) - 100მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 100მგ
  • ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50მგ
  • არტიშოკის ფოთოლი (Cynara scolymus) - 50მგ
  • ილის ნაყოფის გარსი (Elettaria cardamomum) - 25მგ
  • ნაღველას ფესვი (Gentiana lutea) - 25მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:

ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა
  • დისპეფსია
  • ნახშირწყლების აუტანლობა
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი
  • საკვების აუტანლობა

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია 1 კაფსულა მსუბუქი კვების წინ, ხოლო 1 ან 2 კაფსულა ძირითადი კვების წინ.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ
  • ორსულობა
  • ლაქტაცია
  • ცელიაკია
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ანამნეზში

 

ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗᲘ ᲔᲤᲔᲥᲢᲔᲑᲘ

Terranova საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. თუმცა, შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
  • ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებისას მიმართეთ ექიმს.
  • შეიცავს ქერის ღივს - ცელიაკიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ვარგისია დამზადებიდან 3 წელი. დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page