top of page

ᲐᲠᲜᲘᲙᲐᲡ ᲛᲐᲚᲐᲛᲝ 10% 25 ᲒᲠ.

SKU 4001638078184
Price

30,00GEL

გამოყენება:

გამოყენების სფეროებს მიეკუთვნება ნივთიერებათა ცვლისა და ფორმირების პროცესების სტიმულირება და მოწესრიგება ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების დროს, განსაკუთრებით მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისას, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს; ყველა სახის ბლაგვი დაზიანება, როგორიცაა დაჟეჟილობა, დაწეწკა, დაჭიმვა, სისხლჩაქცევები.

ველედა არნიკას მალამო 10% არ უნდა გამოიყენოთ:

– ღია ჭრილობებზე;

– ზემგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში არნიკას ან სხვა რთულყვავილოვანთა, მაგალითად, ქრიზანთემების და ფარსმანდუკის მიმართ, აგრეთვე არაქისის და სოიას ზეთების ან მალამოს ფუძის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.

მატყლის ცვილს და მატყლის ცვილის სპირტებს შეუძლია კანის ლოკალური რეაქციის (კონტაქტური დერმატიტი) გამოწვევა.

დოზირება:

ველედა არნიკას მალამო 10% დღეში 3-5-ჯერ დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე. მკურნალობა ჩივილების მოხსნამდე გრძელდება და 2 კვირის შემდეგ უნდა დასრულდეს.

შეფუთვის გახსნის შემდეგ მალამო 6 თვის განმავლობაშია ვარგისი.

შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 °C-ს.

შემადგენლობა:

10 გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: არნიკას  მთელი მცენარე Ø   3 გ.  მალამოს ფუძე: არაქისის რაფინირებული ზეთი, მატყლის ცვილი, ფუტკრის ცვილი, მატყლის ცვილის სპირტები (შეიცავს ბუტილჰიდროქსიტოლუოლს), გამოხდილი წყალი.

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page