top of page

ᲕᲔᲚᲔᲓᲐ ᲰᲐᲘᲚᲖᲐᲚᲑᲔ

SKU -00460612
Price

37,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

ჰაილზალბეს (Weleda Heilsalbe) გამოყენების ფართო სპექტრი გააჩნია. პროდუქტი ეფექტურია როგორც ზედაპირული ჭრილობების, კანის ანთებითი და ჩირქოვანი მდგომარეობების (მაგალითად, ფურუნკულები და აბსცესები) დროს, ასევე რეკომენდებულია ლაქტაციის დროს - ძუძუს თავების გაღიზიანებისას ან დახეთქვისას, ძუძუთი კვების შემდგომ ადგილობრივი დამამშვიდებელი მოვლისთვის.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

გულყვითელა, ტყისყურა, პერუს ბალზამი, ლარიქსის ფისი და მეტალური სტიბიუმის პრეპარატი - ეს შემადგენელი კომპონენტები ერთმანეთის სამკურნალო თვისებებს აძლიერებს და მრავალმხრივ ეფექტს ავლენს, მაგალითად, ფურუნკულის შემთხვევაში კრეფს, ამწიფებს და გამოაქვს ჩირქოვანი შიგთავსი, ხოლო ძუძუს თავების ზედაპირული დაზიანების დროს ავლენს ანთების საწინააღმდეგო, კანის მარეგენერირებელ თვისებებს.

 

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

პროდუქტი შეიცავს პერუს ბალზამსა და სეზამის ზეთს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

Weleda Heilsalbe გამოიყენება ლაქტაციის დროს, ძუძუს წოვის შემდეგ. ყოველი წასმის შემდეგ, ბავშვის კვებამდე რეკომენდებულია ძუძუს თბილი წყლით ჩამობანა, რათა დარწმუნდე, რომ კანზე მალამოს კვალი არ დარჩა.

 

თუ სხვა მითითება არ არსებობს, კანის დაზიანებულ ზედაპირზე დღეში 1-3-ჯერ შეგიძლია დაიტანო.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page