top of page

ᲘᲜᲤᲚᲣᲓᲝᲠᲝᲜᲘ 10 ᲒᲠ.

SKU -09647424
Price

30,00GEL

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

გრიპოზული ინფექციები, სიცხით მიმდინარე გაციებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც ვლინდება სიმპტომებით: მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება, ყელის ტკივილი, ხველება, სურდო, ტემპერატურის მატება, თავისა და კიდურების ტკივილი და სხვა.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

ინფლუდორონი წარმოადგენს ბუნებრივ სამკურნალო ნივთიერებათა უნიკალურ კომბინაციას:

 

  • ტილჭირი (Aconitum) - სიცხის დამწევი, ხსნის გაციების ტიპურ სიმპტომებს, როგორებიცაა თავისა და კიდურების ტკივილი
  • ევკალიპტი (Eukalyptus) - აიოლებს ცხვირით სუნთქვას სურდოს დროს
  • ვარდკანაფა (Eupatorium) - აქვს სეკრეტოლიზური მოქმედება სურდოსა და ხველის დროს
  • ლეშურა (Bryonia) - გააჩნია ლორწოვან გარსებში ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო თვისება
  • საბადილა (Sabadilla) - ამცირებს ცხვირის ღრუში ლორწოს ჭარბ სეკრეციას
  • რკინის ფოსფატი (Ferrum phosphoricum) - არეგულირებს ორგანიზმის სითბურ ბალანსს

 

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ინფლუდორონი შეიცავს საქაროზას, შესაბამისად, თუ გარკვეული სახის შაქრების მიმართ აუტანლობა გაქვს, პროდუქტი მიიღე მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

ინფლუდორონი არ შეიცავს ალკოჰოლს, ლაქტოზასა და გლუტენს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

გამოიყენება ასაკის შეუზღუდავად - 0 თვიდან. ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ ნებადართულია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.

 

  • მოზარდები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები - 15 გლობულა ყოველ 1-2 საათში
  • 6-დან 11 წლამდე ბავშვები - 8-10 გლობულა ყოველ 1-2 საათში
  • 1-დან 5 წლამდე ბავშვები - 5-10 გლობულა 3-4-ჯერ დღეში
  • 1 წლამდე ასაკის ჩვილები - 3-5 გლობულა 3-4-ჯერ დღეში

 

გლობულები პირის ღრუში დააყოვნე და გაწუწნე.

 

მწვავე დაავადების მკურნალობა 2 კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართე ექიმს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30ºC-ს.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page