top of page

ᲙᲐᲚᲔᲜᲓᲣᲚᲐᲡ ᲔᲡᲔᲜᲪᲘᲐ

SKU -00171121
Price

45,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალენდულას ესენცია გამოიყენება ღია ჭრილობების გასაწმენდად და პირველადი დახმარების გასაწევად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭრილობა დაბინძურებულია. გულყვითელას ექსტრაქტი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხსნის შეშუპებას, აფერხებს მიკრობების ზრდას და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. ასევე, განზავებული გულყვითელას ესენცია გამოიყენება სავლებად ღრძილებისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ჭრილობები და ზედაპირული ანთებითი დაავადებები
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები და ჩირქოვანი პროცესები
  • ჭრილობისა და ლორწოვანი გარსების გამორეცხვა

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ჭრილობების შესახვევად და მოსაბანად 1-2 ჩაის კოვზი ველედას გულყვითელას ესენცია 1/4 ლიტრ ანადუღარ გრილ წყალში გახსენით, ხოლო პირის ღრუში სავლებად - 1/2 ჩაის კოვზი ესენცია გახსენით 1/2 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

რთულყვავილოვანი მცენარეების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

50 მლ. სითხე გარეგანი გამოყენებისთვის.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page