top of page

ᲙᲐᲚᲔᲜᲓᲣᲚᲐᲡ ᲡᲐᲤᲔᲜᲥᲕᲔᲨᲐ ᲛᲐᲚᲐᲛᲝ ᲩᲕᲘᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲑᲐᲕᲨᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ (10 ᲛᲚ)

SKU 4001638091589
Price

9,50GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

  • ბუნებრივად იცავს და უვლის მგრძნობიარე კანს საფენქვეშა არეში
  • ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ამცირებს სიწითლეს
  • ხელს უწყობს კანის რეგენერაციას
  • იცავს სისველისგან
  • არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, არომატიზატორებსა და საღებავებს, ასევე, ნავთობიდან მიღებულ ნედლეულს
  • მალამოს კანთან შეთავსებადობა დერმატოლოგიურად შემოწმებული და დადასტურებულია

 

კალენდულას მალამოს გამოყენება შესაძლებელია უფროსებისთვისაც კანის გამოყელილი არეების მოსავლელად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, ტკბილი ნუშის ზეთი, სეზამის თესლის ზეთი, თუთიის ჟანგი, თეთრი სანთელი, მატყლის ცხიმი (ლანოლინი), გლიცერილ ლინოლეატი, თიხამიწა, კალენდულას ყვავილის ექსტრაქტი, გვირილის ყვავილის ექსტრაქტი, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, ბენზილ სალიცილატი, გერანიოლი, ფარნეზოლი.

 

ფუტკრისა და მატყლის ცვილები კანის ზედაპირზე დამცავ გარსს ქმნის და ანთებითი კერების წარმოქმნას უშლის ხელს, კალენდულასა და გვირილის ექსტრაქტებს კი ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ამშვიდებს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს. ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თუთიის ჟანგი (შეიცავს მხოლოდ 10%-ს) ხელს უწყობს დაწყლულებული კანის შეხორცებას, ნუშისა და სეზამის ზეთები სწრაფად აღადგენს და უვლის კანს.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ფრთხილად გადაანაწილე ჩვილის წინასწარ გასუფთავებულ საფენქვეშა არეზე.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page