top of page

ᲛᲔᲜᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ 50 ᲛᲚ.

SKU -07542678
Price

75,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

მენოდორონს (Menodoron 50 ml) გააჩნია მენსტრუალური რიტმის მარეგულირებელი თვისებები. გამოიყენება მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჩივილების დროს, როგორებიცაა: ტკივილი და დისკომფორტი მენსტრუაციის დროს, გახანგრძლივებული, გაძლიერებული სისხლდენა, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, რომლის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს ენდოკრინული დისფუნქცია უპირატესად პრემენოპაუზაში, ვეგეტატიური ჩივილები, ემოციური გადატვირთვა, პოლიპები და მიომები საშვილოსნოში, მექანიკური კონტრაცეპტივები.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მაგალითად, გახანგრძლივებული ან მტკივნეული მენსტრუაცია (მენორაგია, დისმენორეა), არარეგულარული თვიური რიტმი (მენსტრუალური ციკლის ანომალია).

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

10 გრ. მენოდორინი შეიცავს:

  • მაიორანის მშრალი ნაყოფის (1:3) 0.3 გრ.
  • მუხის მშრალი ქერქის (1:3) 1.5 გრ.
  • სპირტიანი მონახარშები/ფარსმანდუკის მშრალი ყვავილის (1:5) 2 გრ.
  • წიწმატურას მშრალი ბალახის (1:5) 1.5 გრ.
  • მაიორანის მშრალი ბალახის (1:5) 1.5 გრ.
  • ჭინჭრის მშრალი ყვავილის (1:6) 1.2 გრ.
  • სპირტიანი გამონაცემი
  • სხვა ინგრედიენტი - საქაროზა (შაქარი)

 

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

დიაბეტით დაავადებულთათვის - 1 გრ. მენოდორონი (დაახლოებით 25 წვეთი) 0.2 გრ. საქაროზას შეესაბამება.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მნიშვნელოვანია, რომ მენოდორონი 2-3 თვის განმავლობაში მიიღო და მენსტრუაციის დროს წამლის მიღება შეწყვიტო. შეანჯღრიე გამოყენებამდე და მიიღე 15-30 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია შესაბამისი დოზა წყალში გაზავებული სახით მიიღოთ.

 

სითხის შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა წამლის ეფექტურობასა და უვნებლობაზე არ აისახება. იმისთვის, რომ წამალი გადმოსხმისას თანაბრად იყოს განაწილებული, გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიე.

 

ᲣᲙᲣᲩᲕᲔᲜᲔᲑᲐ

ფარსმანდუკის ან სხვა რთულყვავილოვანთა მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page