top of page

ᲤᲔᲠᲝᲓᲣᲔ (15 ᲛᲚ.)

Price

58,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

ფეროდუე გახლავთ ახალშობილებისა და ბავშვებისათვის სპეციალურად შექმნილი ფორმულა დანამატების, გლუტენისა და ლაქტოზის გარეშე. რკინა განსაზღრავს სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას, ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას, ბავშვების ნორმალურ კოგნიტურ განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში. ფეროდუეში შემავალი რკინა არის მოწინავე ტექნოლოგიით მიღებული რკინის ბისგლიცინატის ხელატი, რომელიც კუჭში მოხვედრისას არ განიცდის ჰიდროლიზს, რკინის იონები პირადაპირ ხვდებიან ენტეროციტში, არ რჩება თავისუფალი Fe++ იონების სახით, რაც გამორიცხავს პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასასურველ გვერდით მოვლენებს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია
  • რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

რკინის ბისგლიცინატი, დამხმარე ნივთიერებები - წყალი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა და ვაშლის მჟავა, ნატურალური არომატიზატორები. პროდუქტი არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

დღენაკლული და დაბალი წონის ახალშობილი - 2 წვეთი/კგ/დღეში

6 თვიდან 3 წლამდე - 1 წვეთი/კგ/დღეში

3-5 წელი - 4 წვეთი/დღეში

5-18 წელი - 6 წვეთი/დღეში

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

15 მლ. ფლაკონი პიპეტი-დოზატორით. პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივების მოქმედებისგან დაცულ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Buona

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

იტალია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page