top of page

ᲰᲣᲡᲗᲔᲜ ᲔᲚᲔᲥᲡᲘᲠᲘ (ᲮᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲚᲔᲥᲡᲘᲠᲘ) 100 ᲛᲚ.

SKU -00505958
Price

30,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

ჰუსთენ ელექსირი (Weleda Hustenelixier), იგივე ხველების ელექსირი, ამშვიდებს ხველის შეტევას, აქვს სეკრეტოლიზური მოქმედება, აიოლებს ამოხველებას, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ვირუსებისა და ბაქტერიებისგან გათავისუფლებას.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე კატარული ანთებითი დაავადებების დროს, სქელი ლორწოს ამოხველების ხელშესაწყობად და ხველების შესამსუბუქებლად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

100 გრ (=76 მლ.) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: 0.6 გრ. ტუხტის ფესვის წყლიანი ექსტრაქტი 5 გრ. / 0.15 გრ. ხებალახას ღეროების, 0.35 გრ. ფოლორცის ბალახის, 0.5 გრ. ანისულის ნაყოფის, 0.35 გრ. მცოცავი ბეგქონდარას ბალახისა და 2.85 გრ. ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახის წყლიანი მონახარში 30 გრ. / დროზერას ხსნარი D2 0.1 გრ. / ალაოს ექსტრაქტი 5 გრ. / იპეკაკუანას სპირტიანი მონახარში Ø (=D1) 0.1 გრ / მედგარას ხსნარი D3 0.01 გრ. / სხვა ინგრედიენტი: საქაროზა.

 

ტუხტის ფესვის ექსტრაქტი იცავს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსებს და ამცირებს სპაზმებს, ანისული და მცოცავი ბეგქონდარა შლის ნახველს, ბეგქონდარას აქვს გამათბობელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები და დროზერას ექსტრაქტთან ერთად აიოლებს ამოხველებას.

 

ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ველედას ხველების ელექსირი არ უნდა გამოიყენო, თუ ზემგრძნობელობა გაქვს ანისულის, ანეთოლის, ბეგქონდარას ან სხვა ტუჩოსანთა მიმართ, ასევე, არყის ხის, მამულას, ნიახურის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

 

პროდუქტი არ გამოიყენება შაქრის შემცველობის გამო დიაბეტით დაავადებულ პირებში, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილებში, რადგან არ არსებობს საკმარისად დოკუმენტირებული გამოცდილება.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

6 წლის ასაკიდან ბავშვებსა უფროსებში ინიშნება 5 მლ. ელექსირი ყოველ 3 საათში ერთხელ, ხოლო 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1.25-2.5 მლ. დღეში სამჯერ.

 

ელექსირის მიღება უმჯობესია თბილ ჩაიში გახსნილი სახით. ელექსირის გადმოსხმის შემდეგ ბოთლის ყელი გაასუფთავე, რომ დაკრისტალებული შაქრის გამო სახურავი არ მიეკრას.

 

მკურნალობა ორ კვირაში უნდა დასრულდეს. თუ 2-5 დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართე ექიმს. ასევე, ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმთან კონსულტაციით უნდა განისაზღვროს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ბოთლის პირველად გახსნის შემდეგ პროდუქტი მაცივარში შეინახე 2-8ºC ტემპერატურაზე.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page