top of page

ᲒᲐᲛᲬᲛᲔᲜᲓᲘ & ᲒᲐᲛᲐᲦᲘᲐᲕᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲜᲘᲦᲐᲑᲘ-ᲡᲢᲘᲙᲘ (35 Გ) - Glow Hub

SKU 5019607247638
Price

45,00GEL

  • ნიღაბი-სტიკი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
  • აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში


ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

 

Glow Hub გამწმენდი და გამაღიავებელი სახის ნიღაბი-სტიკი იდეალურია აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ის შავი ჩაისა და მოცვის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედების დახმარებით ებრძვის აკნეს, აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას. ფორმულაში შემავალი სალიცილის მჟავისა და თეთრი ტირიფის ქერქის მოქმედებით ანახლებს კანის ტექსტურას, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას. თავის მხრივ, თიხა კაოლინი ასუფთავებს და აჯანსაღებს კანს. ნიღაბი-სტიკი უზრუნველყოფს ხავერდოვან შეგრძნებას კანზე.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: შავი ჩაი, სალიცილის მჟავა, თიხა კაოლინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: ალოეს წვენი, გლიცერინი, კაოლინი, პროპილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი, ჰექტორიტი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, მოცვის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, პოლისორბიტ 20, ბუტილენ გლიკოლი, Peg-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, ბენზილის სპირტი, ეთილჰექსილგლიცერინი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, ნატიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, სორბინის მჟავა, ბიოტინი, CI 77007 (ულტრამარინი), CI 77499 (რკინის ოქსიდი).

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პროდუქტის გამოყენება შეგიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში კვირაში 1-2-ჯერ. ნიღაბი-სტიკი დაიტანე კანზე თხელ ფენად და გაიჩერე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით. პროდუქტი მოარიდე თვალებს.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

35 გ. გამწმენდი და გამაღიავებელი სახის ნიღაბი-სტიკი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

Out of stock