top of page
Cover-5.jpg
Cover-1.jpg
Cover-3.jpg
Cover-2.jpg

callusan - ᲐᲮᲐᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲨᲘ

Callusan გერმანული ბრენდია, რომელიც ინოვაციური ფორმულების დახმარებით ქმნის კანის მოვლის ყველაზე კომფორტულ, ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებებს. ბრენდი განსაკუთრებით ორიენტირებულია ტერფების გაჯანსაღებასა და მათ სრულყოფილ მოვლაზე - ყოველდღიური რუტინიდან დერმატოლოგიური პრობლემების მიზანმიმართულ მხარდაჭერამდე. Callusan-ის მსუბუქი და სწრაფად შეწოვადი ტექსტურის მქონე კრემ-მუსები გამდიდრებულია აქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებას, აღდგენასა და დაცვას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი მდგომარეობების მართვას, როგორიცაა მშრალი, დახეთქილი კანი და დიაბეტური ტერფი.

    ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

    დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის უმძიმესი გართულებაა, რადგან ის მთელ მსოფლიოში არატრავმული ამპუტაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუმცა ამპუტაციის შემთხვევათა ნახევარი შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ტერფის სწორი მოვლითა და მუდმივი მეთვალყურეობით.

    დიაბეტის დროს ტერფის კანი შრება, ხშირად ჩნდება ნახეთქები და ნაკაწრები, რომლიდანაც ადვილად იჭრება ინფექცია. Callusan - ინოვაციური კრემ-მუსის ხაზია, რომელიც შემუშავებულია გერმანიაში სპეციალურად დიაბეტური ტერფის მოვლისათვის. მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი მყისიერად შეიწოვება, არ ახშობს ფორებს, არ ტოვებს ცხიმიან კვალს და წასმისთანავე შეგიძლია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ჩაცმა. პროდუქტი გამოიყენება დიაბეტური ქუსლის, კოჟრების, სოკოვანი ინფექციების საპრევენციოდ, ასევე, მშრალი კანის მოსავლელად. Callusan ტესტირებულია კლინიკურად და რეკომენდებულია პოდოლოგებისა და დერმატოლოგების მიერ.

    extra-section.jpg
    verde-4.jpg

    Verde C8 ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ ᲛᲨᲠᲐᲚᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲦᲘᲖᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲜᲔᲘᲠᲝᲓᲔᲠᲛᲐᲢᲘᲢᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲐᲑᲔᲢᲣᲠᲘ ᲢᲔᲠᲤᲘᲡᲗᲕᲘᲡ

    კალუსანის Verde C8 დამატენიანებელი კრემ-მუსი შექმნილია უკიდურესად მგრძნობიარე, გაღიზიანებული და მშრალი კანისთვის, ნეიროდერმატიტის, ფსორიაზისა და დიაბეტური ტერფის მოვლისთვის. Verde C8 ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პოდოლოგების მიერ, პროდუქტის ეფექტურობა კი კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული.

     

    უნიკალური ფორმულით შემუშავებული მოვლის კომპლექსი სწრაფი და მდგრადი ეფექტის მისაღებად აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს: შარდოვანას, კანაფის თესლის ზეთს, კანაბიდიოლს, ფურისულას ზეთს, შიის კარაქსა და ციტრონელას ზეთს.

     

    მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

    Certification-06.png
    Certification-17.png
    Certification-05.png
    Certification-16.png
    Certification-04.png
    Certification-15.png
    Certification-02.png
    Certification-13.png
    Certification-03.png
    Certification-14.png
    Certification-01.png
    Certification-12.png
    Certification-11.png
    Certification-22.png
    Certification-08.png
    Certification-19.png
    Certification-10.png
    Certification-21.png
    Certification-07.png
    Certification-18.png
    Certification-09.png
    Certification-20.png
    ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
    bottom of page