top of page

SINGULAR CARE - ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ ᲣᲕᲐᲓᲝ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

Singular Care არის ინოვაციური ბრენდი პირის ღრუს მოვლის ინდუსტრიაში, რომელიც თანამედროვე, მინიმალისტურ დიზაინს, მაღალი ხარისხის ფუნქციონალსა და ეკომეგობრულ მიდგომებს აერთიანებს. ბრენდის მთავარი მიზანი იყო 80%-ით შეემცირებინა გადაგდებული ჯაგრისებისგან გარემოს დაზიანების ეფექტი და შეექმნა კბილის ჯაგრისი ექსპლუატაციის ვადის გარეშე - პირის ღრუს მოვლის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არ საჭიროებს ხშირ გამოცვლას და არ ტოვებს ეკოლოგიურ ნაკვალევს.

Cover2.jpg

ᲐᲜᲢᲘᲛᲘᲙᲠᲝᲑᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲐᲜᲢᲘᲑᲐᲥᲢᲔᲠᲘᲣᲚᲘ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ

Singular Care-ის მეტალის კბილის ჯაგრისი დამზადებულია გამძლე, სამედიცინო ხარისხის უჟანგავი ფოლადით, რომელიც შექმნილია უვადო გამოყენებისთვის. მეტალის სახელურს თან ახლავს არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერისგან დამზადებული შესაცვლელი თავაკები. მტკიცე, მაგრამ არა ზედმეტი სიხისტით შემუშავებული თავაკები უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას და ამავე დროს სირბილის შეგრძნებას ღრძილებზე. ამ კომპონენტების ერთიანობა ქმნის ახალ სტანდარტს პირის ღრუს მოვლის ტექნოლოგიაში.

ანტიმიკრობული & ანტიბაქტერიული მეტალის კბილის ჯაგრისი - Singular Care - ევრონატურალსი
მეტალის კბილის ჯაგრისი უვადო გამოყენებისთვის & ელასტომერის თავაკები - Singular Care - ევრონატურალსი

Singular Care-ის ჯაგრისი სტომატოლოგებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რათა სახლის პირობებში პირის ღრუს ეფექტური ჰიგიენა და მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს. პროდუქტი აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ.

 

ჯაგრისის არატოქსიკური, ანტიბაქტერიული ელასტომერის თავაკები იდეალურია რბილი, მაგრამ ეფექტური წმენდისთვის და სრულად გადამუშავებადია, რაც ჯაგრისს კიდევ უფრო ეკომეგობრულს ხდის.

Certification-06.png
Certification-17.png
Certification-05.png
Certification-16.png
Certification-04.png
Certification-15.png
Certification-02.png
Certification-13.png
Certification-03.png
Certification-14.png
Certification-01.png
Certification-12.png
Certification-11.png
Certification-22.png
Certification-08.png
Certification-19.png
Certification-10.png
Certification-21.png
Certification-07.png
Certification-18.png
Certification-09.png
Certification-20.png
ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
bottom of page