Dr. Barman's - ᲜᲝᲠᲕᲔᲒᲘᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘ ᲓᲐ ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲐ ᲨᲔᲜᲘ ᲦᲘᲛᲘᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ
Dr. Barmans არის ნორვეგიული კომპანია, რომელიც თავისი უნიკალური მიგნებით გამოირჩევა და ცვლის მომხმარებლის ქცევას პირის ღრუს წმენდის თვალსაზრისით. ბრენდის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ჯაგრისი, რომელიც ერთი მოძრაობით 270°-ით ეკვრის კბილს და აღწევს სტანდარტული გზით მიუწვდომელ წერტილებში.

"ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲥᲪᲔᲕᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐᲖᲔ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘᲐ ᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘ ᲗᲐᲕᲐᲓ ᲛᲝᲔᲠᲒᲝᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ"
40-წლიანი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში, ბარმანი (Dr. Barman) ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ისეთი პრაქტიკუ ლი საშუალებების განვითარებაში, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვას მეტად მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდიდა. ბარმანის ფილოსოფია მარტივია - როდესაც ზრუნავ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, შენ ზრუნავ მთლიანად ჯანმრთელობაზე.


Dr. Barman's Superbrush
Superbrush არის ინოვაციური სამთავიანი კბილის ჯაგრისი, რომელიც რბილი და მომრგვალებული ფილამენტების დახმარებით კბილებს ერთდროულად ყველა მხრიდან ეკვრის. 45°-იანი დახრით ჯაგრისი აღწევს ღრძილის ხაზთან და ეფექტურად აშორებს ნადებს კბილსა და ღრძილს შორის. მისი უნიკალური ფორმა უზრუნველყოფს კბილის მაქსიმალურ სისუფთავეს მინიმალური ძალისხმევით და დაგეხმარება ჯანმრთელი ღიმილის შენარჩუნებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში.




























