top of page
Cover1.jpg
Cover2.jpg

The Humble Co. - ᲞᲘᲠᲘᲡ ᲦᲠᲣᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲨᲕᲔᲓᲣᲠᲘ ᲡᲘᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔ

The Humble Co. შვედური ბრენდია, რომელიც ბუნებრივ, ეკო-მეგობრულ და მარტივად გამოყენებად პირის ღრუს მოვლის პროდუქტებს ქმნის. ბრენდი გთავაზობს კბილის ჯაგრისებს, პასტებს, ძაფებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებს, რომლებიც ვეგანურია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free) და აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ.

ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ,
ᲔᲙᲝ-ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ

The Humble Co. კბილის ჯაგრისები დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ცვილით, ხოლო ჯაგრულები - უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს), რომლის 65% მცენარეული მასალაა და აბუსალათინის მარცვლებისგან არის მიღებული.

 

კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ, როგორც პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა. ამასთან, პროდუქტის შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

The Humble Co. - 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან დამზადებული კბილის ჯაგრისი - ევრონატურალსი
The Humble Co. - კბილის პასტა პიტნით - ევრონატურალსი

ᲐᲠᲪ ᲛᲔᲢᲘ, ᲐᲠᲪ ᲜᲐᲙᲚᲔᲑᲘ
ᲖᲣᲡᲢᲐᲓ ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ

ბრენდის ფილოსოფია - არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ის, რაც საჭიროა - ეფუძნება შვედურ კონცეფციას Lagom, რაც ზომიერებას, სიზუსტეს ნიშნავს. ეს მიდგომა ასახულია ბრენდის ყველა გადაწყვეტილებაში: ბუნებრივი და ეკოლოგიური ფორმულებიდან დაწყებული პროდუქტების მინიმალისტური ვიზუალითა და ფუნქციონალურობით დამთავრებული. ამრიგად, The Humble Co. ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მარტივი და ეფექტურია და ჰარმონიულად ერგება ჩვენს ყოველდღიურობას.

Certification-06.png
Certification-17.png
Certification-05.png
Certification-16.png
Certification-04.png
Certification-15.png
Certification-02.png
Certification-13.png
Certification-03.png
Certification-14.png
Certification-01.png
Certification-12.png
Certification-11.png
Certification-22.png
Certification-08.png
Certification-19.png
Certification-10.png
Certification-21.png
Certification-07.png
Certification-18.png
Certification-09.png
Certification-20.png
ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲘᲡᲮᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
bottom of page