top of page

ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲗᲐᲕᲘᲐᲜᲘ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ SuperBrush 2 (6-11 ᲬᲔᲚᲘ) - Dr.Barman's

Price

16,00GEL

  • ერთდროულად ასუფთავებს კბილის სამივე ზედაპირს
  • რბილი ჯაგრულა ნაზად წმენდს კბილის მინანქარსა და ღრძილის ხაზს
  • აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას
  • ეფექტურად აშორებს ნადებს
  • სპეციალურად შექმნილია 6-11 წლის ბავშვებისთვის

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Dr.Barman’s Superbrush - კბილის სამთავიანი ჯაგრისი რბილი და მომრგვალებული ფილამენტების (თხელი, ძაფისმაგვარი საგანი) დახმარებით ეკვრის კბილებს ყველა მხრიდან და უზრუნველყოფს კბილის მაქსიმალურ სისუფთავეს. გარდა კბილის მინანქრისა, ჯაგრულა აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას და აშორებს ნადებს კბილსა და ღრძილს შორის.


კბილის ჯაგრისის მსუბუქი სახელური და კბილების გამოხეხვის გამარტივებული პროცესი ბავშვებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, მარტივად და დაზარების გარეშე გამოიხეხონ კბილები, ხოლო მშობლებს საშუალება ეძლევათ ადრეული ასაკიდანვე განუვითარონ ბავშვებს ჯანსაღი ჩვევები და შეუნარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი.

 

 

Dr.Barman’s Superbrush კბილის ჯაგრისები რეკომენდებულია წამყვანი სტომატოლოგების მიერ, როგორც საუკეთესო ალტერნატივა კბილების სისუფთავისა და ჯანსაღი ღრძილების შესანარჩუნებლად.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი
  • კბილის ჯაგრისის სახელური: პლასტმასა (არ შეიცავს BPA-ს)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

საუკეთესო შედეგის მისაღებად კბილის ჯაგრისი მოათავსე კბილზე 45 გრადუსიანი კუთხით, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ხანმოკლე, ნაზი და ჰორიზონტალური მოქმედებით ამოძრავე ჯაგრისი კბილიდან კბილზე, რათა ჯაგრულებმა მიაღწიოს კბილის შიდა და გარე მხარეს არსებულ ღრძილის ხაზს და შეუნარჩუნოს კბილებს სისუფთავე, ხოლო ღრძილებს - ჯანმრთელობა. კბილები გაიხეხე 2 წუთის განმავლობაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Dr.Barman's

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

ნორვეგია

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page