ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ SuperBrush Special 5 (12+ ᲬᲔᲚᲘ) - Dr.Barman's
19,00GEL
- სპეციალურად შექმნილია ღრძილების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის
- ერთდროულად ასუფთავებს კბილის სამივე ზედაპირს
- რბილი ჯაგრულა ნაზად წმენდს კბილის მინანქარსა და ღრძილის ხაზს
- აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას
- ეფექტურად აშორებს ნადებს
- გამოყენება შესაძლებელია 12 წლის ასაკიდან
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Dr.Barman’s Superbrush Special - კბილის ორთავიანი ჯაგრისი ძალიან რბილი, გრძელი და მომრგვალებული ფილამენტების (თხელი, ძაფისმაგვარი საგანი) დახმარებით ეკვრის კბილებს ყველა მხრიდან და უზრუნველყოფს კბილის მაქსიმალურ სისუფთავეს. გარდა კბილის მინანქრისა, ჯაგრულა აღწევს ღრძილის ხაზს 45 გრადუსით დახრისას და აშორებს ნადებს კბილსა და ღრძილს შორის. რეკომენდებულია ღრძილების ისეთი პრობლემებისას, როგორებიცაა ღრძილის განლევა და მომატებული მგრძნობელობა.
კბილის ჯაგრისის მსუბუქი სახელურის დახმარებით კბილების გამოხეხვა ბევრად მარტივია, ხოლო უნიკალური ტექნოლოგიით შემუშავებული ჯაგრულას გამოყენება ბევრად აჩქარებს ამ პროცესს. Dr.Barman’s Superbrush კბილის ჯაგრისები რეკომენდებულია წამყვანი სტომატოლოგების მიერ, როგორც საუკეთესო ალტერნატივა კბილების სისუფთავისა და ჯანსაღი ღრძილების შესანარჩუნებლად.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
- კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი
- კბილის ჯაგრისის სახელური: პლასტმასა (არ შეიცავს BPA-ს)
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
საუკეთესო შედეგის მისაღებად კბილის ჯაგრისი მოათავსე კბილზე 45 გრადუსიანი კუთხით, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ხანმოკლე, ნაზი და ჰორიზონტალური მოქმედებით ამოძრავე ჯაგრისი კბილიდან კბილზე, რათა ჯაგრულებმა მიაღწიოს კბილის შიდა და გარე მხარეს არსებულ ღრძილის ხაზს და შეუნარჩუნოს კბილებს სისუფთავე, ხოლო ღრძილებს - ჯანმრთელობა. კბილები გაიხეხე 2 წუთის განმავლობაში.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Dr.Barman's
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
ნორვეგია
Quantity