top of page

Defend Yourself ᲡᲐᲮᲘᲡ ᲛᲖᲘᲡᲒᲐᲜ ᲓᲐᲛᲪᲐᲕᲘ ᲙᲠᲔᲛᲘ SPF30 (50 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607255404
Price

50,00GEL

  • მზისგან დამცავი კრემი SPF 30 განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის
  • კრემი იცავს კანს UVA და UVB სხივებისგან, მსუბუქი ტექსტურის წყალობით სწრაფად შეიწოვება, არ ახშობს ფორებს, არ აცხიმიანებს კანს და არ ტოვებს თეთრ კვალს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub Defend Yourself სახის მზისგან დამცავი კრემი SPF30 იცავს კანს UVA და UVB სხივებისგან, მსუბუქი ტექსტურის წყალობით სწრაფად შეიწოვება, არ ახშობს ფორებს, არ აცხიმიანებს კანს და არ ტოვებს თეთრ კვალს. ფორმულაში შემავალი ანტიოქსიდანტებით მდიდარი გულყვითელას, E ვიტამინისა და მწვანე ჩაის მოქმედება ხელს უწყობს კანის თავისუფალი რადიკალებისა და გარემო დაბინძურებისგან დაცვას.


მზისგან დამცავის აქტიურად გამოყენება იცავს კანს პიგმენტური ლაქებისგან, უნარჩუნებს სიჯანსაღეს და ამცირებს დაბერების ხილულ ნიშნებს. კრემის გამოყენების შემდეგ კანი არის დატენიანებული და გლუვი.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: UVA & UVB დაცვა, გულყვითელა, მწვანე ჩაი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ოქტოკრილენი, ჰომოსალატი,  C12-15 ალკილ ბენზოატი, ბუტილოქტილ სალიცილატი, გლიცერინი, ბუტილ მეთოქსიდიბენზოილმეთანი, ეთილჰექსილ სალიცილატი, Bis-ეთილჰექსილოქსიფენოლ მეთოქსიფენილ ტრიაზინი, კალიუმის ცეტილ ფოსფატი, პოლისილიკონ-15, სახამებლის ფოსფატი, ფენილბენზიმიდაზოლის სულფონის მჟავა, VP/ეიკოზენის კოპოლიმერი, გულყვითელას ყვავილის ექსტრაქტი, ფენოქსიეთანოლი, ცეტერილის სპირტი, გლიცერილის სტეარატი SE, სტირენ/აკრილატების კოპოლიმერი, ეთილჰექსილგლიცერინი, ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, ქსანტანის გუმფისი, PPG-2-Deceth-30, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მზისგან დამცავი კრემი ნაზად, წრიული მოძრაობებით გადაინაწილე სუფთა და მშრალ სახის კანზე, სანამ კრემი მთლიანად არ შეიწოვება. გამოიყენე მზეზე გასვლამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე და გაიმეორე პროცედურა ყოველ 2 საათში აქტიურ მზეზე ყოფნისას.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

50 მლ. მზისგან დამცავი კრემი SPF30.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page