top of page

ᲡᲐᲮᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲜᲐᲙᲠᲔᲑᲘ Planet Glow - Glow Hub

SKU 5019607257910
Price

290,00GEL

  • სახის კანის სრულყოფილი მოვლა
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

Glow Hub - Planet Glow - სახის მოვლის ნაკრები იდეალური კომბინაციაა ჯანსაღი და უნაკლო კანისთვის.

 

ნაკრებში შედის:

 

  • გამწმენდი და გამაღიავებელი დასაბანი ჟელე (60 მლ)

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი ჟელე ებრძვის აკნეს, იდეალურად აშორებს ყოველდღიურ ჭუჭყს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას. ასევე, აღადგენს კანის ბარიერს, ატენიანებს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.
 

  • მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი (27 გ)

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი დასაბანი ბალმი წმენდს კანს და აშორებს მაკიაჟს როგორც სახიდან, ასევე თვალებიდან.
 

  • მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია (60 მლ)

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი ტონერ-ესენცია მყისიერად ატენიანებს კანს, იცავს, ამშვიდებს და ანიჭებს ბზინვარებას. ჰიალურონის მჟავისა და ალოე ვერას დახმარებით ინტენსიურად კვებავს კანს, ხსნის გაღიზიანებას და სძენს ჯანსაღ იერს.
 

  • მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი (60 მლ)

Glow Hub - მკვებავი და დამატენიანებელი შრატის მისტი მომენტალურად აცოცხლებს კანს, ანიჭებს მას სიმსუბუქისა და სიახლის შეგრძნებას. ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ამშვიდებს და ხანგრძლივად ატენიანებს კანს, ატმისა და ქოქოსის ექსტრაქტი კი დამატებით სძენს აბრეშუმისებრ ბზინვარებას და იცავს კანის ბარიერს.
 

  • დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი (60 მლ)

Glow Hub - დამამშვიდებელი და დამარბილებელი შრატის მისტი ეფექტურად ამშვიდებს ეპიდერმისს, აღადგენს კანის ბარიერს და ამცირებს სიწითლეს. კანაფის ზეთი და ჟოჟობას ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის რბილი და გლუვი ტექსტურის შენარჩუნებას, ხოლო ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას.
 

  • გამწმენდი და გამაღიავებელი სუპერ შრატი (15 მლ)

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი სუპერ შრატი ებრძვის აკნეს, აფერხებს ცხიმის გამოყოფას. სალიცილის მჟავა აშორებს მკვდარ უჯრედებს, შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს შავი წერტილების ხილვადობას.
 

  • The Barrier Builder სახის შრატი (15 მლ)

Glow Hub - The Barrier Builder სახის შრატი აღადგენს კანის ბარიერს, ანიჭებს მას ჯანსაღ, გლუვ იერს. ცხიმოვანი მჟავები ატენიანებს კანს, ამცირებს გაღიზიანებას და სიწითლეს, ინულინი და გლიცერინი კი არბილებს, იცავს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.
 

  • The Hydration Hero სახის შრატი (15 მლ)

Glow Hub - The Hydration Hero სახის შრატი მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს კანს ფორმულაში შემავალი ჰიალურონისა და პოლიგლუტამინის მჟავების დახმარებით, ხანგრძლივად უნარჩუნებს მას გლუვ და ბზინვარე შესახედაობას.
 

  • დამამშვიდებელი & დამარბილებელი Cool Whip დამატენიანებელი (30 გ)

Glow Hub - დამამშვიდებელი & დამარბილებელი Cool Whip დამატენიანებელი ამშვიდებს და ანახლებს კანს, აქრობს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას, უზრუნველყოფს სირბილისა და ტენიანობის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში.
 

  • გამწმენდი და გამაღიავებელი დამატენიანებელი ლოსიონი (30 მლ)

Glow Hub - გამწმენდი და გამაღიავებელი დამატენიანებელი ლოსიონი ებრძვის აკნეს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და აშორებს მკვდარ უჯრედებს. ასევე, ღრმად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.
 

  • გამწმენდი ქსოვილი

Glow Hub - გამწმენდი ქსოვილით ნაზად იწმინდება კანი, ხდება უფრო რბილი და სუფთა.

 

  • აბადოკი

Glow Hub - აბადოკი იცავს თმას სახის კანის მოვლის პროდუქტებისგან.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

არ არის რეკომენდებული პროდუქტების მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page