top of page

Pore Polish ᲙᲐᲜᲘᲡ ᲐᲛᲥᲔᲠᲪᲚᲐᲕᲘ (120 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607247669
Price

45,00GEL

  • კანის ამქერცლავი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის
  • ინტენსიურად აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ფერს, ხელს უშლის ფორების დახშობას, ანიჭებს კანს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub - Pore Polish სახის ამქერცლავი ბამბუკის ღეროს ექსტრაქტისა და სალიცილის მჟავის მოქმედებით ინტენსიურად აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ფერს, ხელს უშლის ფორების დახშობას, აშორებს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს. C ვიტამინით მდიდარი გრეიფრუტის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური ბუნება კანს ანიჭებს ნათელ, აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას, პროდუქტის გამოყენების შემდეგ კი კანი ინარჩუნებს რბილ და გლუვ ეფექტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.  


ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ბამბუკის ღეროს ექსტრაქტი, სალიცილის მჟავა, გრეიფრუტის ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, მზესუმზირის თესლის ზეთი, გლიცერინი, შიის კარაქი, ცეტერილის სპირტი, კაკლის ნაჭუჭის ფხვნილი, შიის კარაქის ეთილ ესტერი, კალიუმის ცეტილ ფოსფატი, გლიცერილის სტეარატი SE, კაკაოს კარაქი, სქუალინი, თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, ბროწეულის ექსტრაქტი, ატმის ექსტრაქტი, პარფიუმი, ალუმინის სახამებლის ოქტენილსუქცინატი, ბენზილის სპირტი, ცეტილის ფოსფატი, ბუტილენ გლიკოლი, პროპანდიოლი, ქსანტანი, ამონიუმის აკრილოლიდიმეთილტაურატი/VP კოპოლიმერი, ტოკოფერილის აცეტატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის გლუკონატი, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

დაიტანე მცირე რაოდენობის კრემი სუფთა, სველ კანზე, კარგად გადაინაწილე მსუბუქი წრიული მოძრაობით (მოარიდე თვალებს), დააყოვნე 1-2 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანე თბილი წყლით. რეკომენდებულია კანის ამქერცლავის კვირაში 1-2 ჯერ გამოყენება, სასურველია ღამით.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

120 მლ. კანის ამქერცლავი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page