top of page

The Hydration Hero ᲡᲐᲮᲘᲡ ᲨᲠᲐᲢᲘ (30 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607252489
Price

60,00GEL

  • The Hydration Hero სახის შრატი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, იდეალურია მშრალი კანისთვის
  • მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს კანის ღრმა ფენებს, ხდის კანს ელასტიურს, ბზინვარესა და ჯანსაღს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub - Hydration Hero სახის შრატი გამომშრალი კანისთვის მომენტალურად და ეფექტურად ატენიანებს კანს ფორმულაში შემავალი ჰიალურონისა და პოლიგლუტამინის მჟავების დახმარებით. სამი სახეობის ჰიალურონი აღწევს კანის ღრმა ფენებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებასა და ელასტიურობას, გლიცერინი კი ხელს უწყობს შრატის ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას, ამშვიდებს და ანიჭებს კანს აბრეშუმისებრ ბრწყინვალებას.  

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ჰიალურონის მჟავა, პოლიგლუტამინის მჟავა, გლიცერინი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, პროპილენ გლიკოლი, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ ტაურატი კოპოლიმერი, პოლიაკრილატების კროსპოლიმერი-6, კალიუმის სორბატი, ტოკოფერილის აცეტატი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის ჰიალურონატი, პენტილენ გლიკოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ჰიალურონატის კროსპოლიმერი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

გამოიყენე დილას და საღამოს - დაიტანე სუფთა კანზე და ნაზად გადაინაწილე სახესა და ყელზე.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

30 მლ. The Hydration Hero სახის შრატი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page