top of page

ᲒᲐᲛᲬᲛᲔᲜᲓᲘ & ᲒᲐᲛᲐᲦᲘᲐᲕᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲮᲔᲣᲚᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲑᲐᲜᲘ ᲒᲔᲚᲘ (200 ᲛᲚ) - Glow Hub

SKU 5019607255824
Price

50,00GEL

  • ამქერცლავი მოქმედებით სალიცილის მჟავა ნაზად წმენდს კანს და ანიჭებს მას გლუვ და ერთგვაროვან იერს, ასევე, აქტიურად ებრძვის სხეულის აკნესა და აკნეს შემდგომ ლაქებს
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • არ შეიცავს პარაბენებს
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Glow Hub სხეულის დასაბანი გელი BHA ამქერცლავი მოქმედებით ნაზად წმენდს კანს და ანიჭებს მას გლუვ და ერთგვაროვან იერს. ფორმულაში შემავალი სალიცილის მჟავა და ტირიფის ქერქის ექსტრაქტი ეფექტურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს ფორებს, აქტიურად ებრძვის ზურგისა და სხეულის აკნეს, ხოლო მოცვისა და შავი ჩაის ანტიოქსიდანტური, დეტოქსიკაციური მოქმედების დახმარებით კანი ხდება ბევრად ჯანსაღი და ერთგვაროვანი. გელის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად მთლიან სხეულზე და ხასიათდება ძლიერი, მდგრადი არომატით.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: სალიცილის მჟავა, შავი ჩაი, მოცვის ექსტრაქტი
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, კაპრილი/კაპრილ გლუკოზიდი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, პროპანდიოლი, დენატურირებული სპირტი, სალიცილის მჟავა, პარფიუმი, მოცვის (Blueberry) ექსტრაქტი, ნატრიუმის კოკოამფოაცეტატი, აკაციის გუმფისი, ტირიფის ქერქის ექსტრაქტი, გლიცერინი, ფენოქსიეთანოლი, ქსანტანის გუმფისი, კალიუმის ჰიდროქსიდი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, შავი ჩაის ფერმენტი, მოცვის (Bilberry) ექსტრაქტი, ნატრიუმის ქლორიდი, ტოკოფერილის აცეტატი, ლერწამის ექსტრაქტი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის გლუკონატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ლიმონის ექსტრაქტი, ფორთოხლის ექსტრაქტი, ნატრიუმის აცეტატი,  შაქრის ლერწმის ექსტრაქტი, იზოპროპანოლი, კალიუმის სორბატი, ცელულოზა, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, სორბინის მჟავა, ბიოტინი, ციტრალი, ჰექსილ ცინამალი, ლიმონენი, ლინალოოლი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

გამწმენდი გელი დაიტანე აბაზანის ღრუბელზე ან ხელზე, გადაინაწილე მთლიან სხეულზე, მსუბუქად აიქაფე და წყლით ჩამოიბანე.

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტის გამოყენება შეგიძლია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

200 მლ. გამწმენდი და გამაღიავებელი სხეულის დასაბანი გელი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Glow Hub

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page