top of page

ᲕᲝᲚᲐᲒᲔᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203795412
Price

90,00GEL

  • აუმჯობესებს თმის, კანის, ფჩილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
  • ინახება გრილ, მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, სოიოს, გლუტენის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - ვოლაგენის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც უზრუნველყოფს თმის, კანის, ფრჩხილების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს Vollagen®-სა და Magnifood-ს, ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისათვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.


ტერანოვას ვოლაგენი ინოვაციური ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობის კოლაგენით. ის შეიცავს ამინომჟავების კომპლექსს იმავე თანაფარდობით, როგორც კოლაგენი გვხვდება ადამიანის სხეულში და ადვილად შეწოვის ხარჯზე ბევრად ეფექტური მოქმედებით ხასიათდება. ვოლაგენი კანს მატებს ელასტიურობას და ანიჭებს ჯანსაღ ელფერს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნასა და უკვე არსებულის შემდგომ განვითარებას, მკვეთრად აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას. ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • კანის სიმშრალე
  • კანის ელასტიურობის დაქვეითება
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
  • კუნთოვანი სისტემა (მყესები, იოგები და ხრტილები)
  • სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • ვოლაგენი (მცენარეული ამინომჟავების კომპლექსი) - 1000 მგ
  • Magnifood - ის კომპლექსი - 450 მგ
  • ასკილი (Rosa canina) - 250 მგ
  • მაჩა (Camellia sinensis) - 100 მგ
  • არონია (Aronia melanocarpa) - 50 მგ
  • მოცვი (Vaccinium myrtillus) - 50 მგ
     

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ორჯერ ჭამის დროს. 

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ბალანსირებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

ვოლაგენის კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page