ᲗᲣᲗᲘᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 15 ᲛᲒ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova
40,00GEL
- აღადგენს თუთიის დეფიციტს ორგანიზმში და აძლიერებს იმუნურ სისტემას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Terranova - თუთიის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ დანამატს. თუთია უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდა-განვითარებასა და მრავალი სასიცოცხლო პროცესის რეგულირებაში. ის ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას, შენებას, აღდგენასა და დაცვას და ასევე წარმოადგენს 300-მდე ფერმენტის კოფაქტორს. ის ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატების სახით.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს მაღალბიოშეღწევად თუთიასა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
თუთია ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, კანის, თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებასა და ჭრილობების შეხორცებას. ის მონაწილეობს ოვულაციასა და ნაყოფის განვითარებაში, მნიშვნელოვანია სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის განვითარებისა და ბადურას ჯანმრთელობისთვის. ასევე, თუთია უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას და მონაწილეობს ინსულინისა და ზრდის ჰორმონის სინთეზში.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
- თუთიის დეფიციტი
- იმუნიტეტის დაქვეითება
- სქესობრივი განვითარების შეფერხება
- კანის დაავადებები
- კოგნიტური ფუნქციის დარღვევა
- ჭრილობები
- მხედველობის დაქვეითება
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:
- თუთია (ბისგლიცინატის ქელატი) - 15 მგ
- Magnifood-ის კომპლექსი - 400 მგ
- ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250 მგ
- სპირულინა (Arthrospira platensis) - 75 მგ
- გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 50 მგ
- ასაიას კენკრა (Euterpe oleracea) - 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
- ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
- წყალი
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ კვების დროს.
ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.
ᲠᲩᲔᲕᲐ
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
თუთიის კომპლექსის 50 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
ტერანოვა (Terranova)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity