ᲙᲐᲚᲪᲘᲣᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲒᲜᲘᲣᲛᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 2:1 (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova
50,00GEL
- უზრუნველყოფს კალციუმის დეფიციტის მკურნალობასა და პროფილაქტიკას, აუმჯობესებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მონაცრისფრო/მომწვანო წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Terranova - კალციუმისა და მაგნიუმის კომპლექსი წარმოადგენს მაღალი ბიოშეღწევადობისა და ათვისების უნარის მქონე, 100%-ით მცენარეული ინგრედიენტებისგან შექმნილი ბუნებრივი მინერალების ნაკრებს. მაგნიუმს მკვეთრად განსაზღვრული როლი უჭირავს კალციუმის მეტაბოლიზმში. სინერგიული მოქმედების წყალობით საკვები დანამატი ხელს უშლის ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად ეხმარება ქალბატონებს პოსტმენოპაუზის პერიოდში მინერალური დეფიციტის შევსებაში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმს აქტიურად ებრძოლოს სტრესსა და დაღლილობას.
თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა დამატებით შეიცავს Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის შეწოვა და ეფექტურობა. ფორმულის შემადგენლობაში არსებული ჯინჯერის ფესვი ასტიმულირებს მარილმჟავასა და პეფსინის გამოთავისუფლებას, რითაც ზრდის აქტიური ინგრედიენტების ბიოშეღწევადობას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
- ოსტეოპოროზი
- დაღლილობა
- მენოპაუზა
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა
- ნერვული სისტემის დარღვევა
- სტრესი და შფოთვა
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:
- კალციუმი (კარბონატი და ციტრატი) - 500 მგ
- მაგნიუმი (ოქსიდი და ციტრატი) - 250 მგ
- FOS (მიღებული ვარდკაჭაჭასგან) - 50 მგ
- Magnifood-ის კომპლექსი - 450 მგ
- ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 250 მგ
- ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 100 მგ
- შვიტა (Equisetum arvense) - 50 მგ
- ჯანჯაფილის ფესვი (Zingiber officinale) - 50 მგ
- იონჯას ყვავილი & ფოთოლი (Medicago sativa) - 25 მგ
- გოგრის თესლი (Cucurbita pepo) - 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
- ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
- წყალი
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
ზრდასრულებისთვის მიიღება 2-4 კაფსულა კვების დროს.
ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.
ᲠᲩᲔᲕᲐ
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
კალციუმისა და მაგნიუმის კომპლექსის 50 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
ტერანოვა (Terranova)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity