ᲞᲠᲝᲑᲘᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ ᲞᲠᲔᲑᲘᲝᲢᲘᲙᲔᲑᲘᲗ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova
75,00GEL
- უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მოვარდისფრო/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 2 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Terranova - პრობიოტიკების კომპლექსი პრებიოტიკებით უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს 5 ტიპის ლაქტო და ბიფიდობაქტერიებს. საკვები დანამატი ასევე შეიცავს Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.
ეს უნიკალური ფორმულა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს დისკომფორტს - შებერილობასა და გაზებს. ასევე, ეფექტურად ებრძვის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ გამოწვეულ დისბაქტერიოზს, აღადგენს ნორმალურ მიკროფლორას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა (გაზები, შებერილობა, გაღიზიანეული ნაწლავის სინდრომი, დისპეფსია)
- იმუნური სისტემის დარღვევა
- სოკოვანი ინფექცია
- ანტიბიოტიკებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის დარღვევები
- საკვების აუტანლობა
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:
- პრობიოტიკები - 188 მგ
- Lactiplantibacillus plantarum (Rosell-1012) 1 მილიარდი CFU
- Lacticaseibacillus paracasei (Rosell-215) 800 მილიონი CFU
- Lacticaseibacillus rhamnosus (Rosell-11) 700 მილიონი CFU
- Lactobacillus acidophilus/helveticus (Rosell-52) 500 მილიონი CFU
- Bifidobacterium lactis (CHR Hansen BB-12) 500 მილიონი CFU
- FOS (მიღებული ვარდკაჭაჭადან) - 100 მგ
- Magnifood-ის კომპლექსი - 300 მგ
- ოროვანდის ფესვი (Arctium lappa) - 75 მგ
- არაბინოგალაქტანი - (ლარიქსის ხე) - 50 მგ
- ჭარხალი (Beta vulgaris) - 25 მგ
- სტაბილიზირებული ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 25 მგ
დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
- ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
- წყალი
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.
ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.
ᲠᲩᲔᲕᲐ
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
- პაციენტებში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ანამნეზით სასურველია სიფრთხილის გამოჩენა დანამატის მიღებისას - დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართე ექიმს
- შესაძლოა შეიცავდეს სოიოს კვალს
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 2 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდეგ პროდუქტი მოათავსე მაცივარში.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
პრობიოტიკების კომპლექსი პრებიოტიკებით - 50 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
ტერანოვა (Terranova)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity