top of page

ᲡᲔᲚᲔᲜᲘᲣᲛᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ 200 ᲛᲙᲒ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova

SKU 5060203791216
Price

55,00GEL

  • წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს იმუნურ და უჯრედულ ფუნქციებს, აუმჯობესებს ზრდისა და ფერტილობის უნარებს
  • გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია კრემისფერი, მოტკბო გემოს მქონე, წვრილმარცვლოვანი ფხვნილი 
  • ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
  • ვეგანური/ვეგეტარიანული
  • ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე 
  • დამზადებულია დიდ ბრიტანეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Terranova - სელენიუმის კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ, მძლავრ ანტიოქსიდანტურ საშუალებას, რომელსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული, ანტიმუტაგენური და ციტოპროტექტორული მოქმედება. ის უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანელებს დაბერების პროცესს.


თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს სელენიუმს, ალფა ლიპოის მჟავას, არაბინოგალაქტანსა და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა.

 


სელენი ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალია, რომელიც ორგანიზმში გვხვდება ამინომჟავების - სელენოცისტეინის და სელენომეთიონინის სახით. ის წარმოადგენს მრავალი ცილისა და ფერმენტის მნიშვნელოვან კომპონენტს, გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს იმუნური პასუხის გაძლიერებას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას, ზრდისა და ფერტილობის უნარებს. ასევე, ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც ამცირებს პროფესიული დაავადებების განვითარების რისკს.

 


ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატს.

 

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ

  • ონკოლოგიური დაავადებები
  • რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
  • დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, აკნე 
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
  • ანთებითი პროცესები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:

  • სელენიუმი (სელენომეთიონინი) - 200 მკგ
  • ალფა ლიპოის მჟავა - 10 მგ
  • არაბინოგალაქტანი (ლარიქსის ხე) – 8.25 მგ
  • Magnifood-ის კომპლექსი - 675 მგ
  • ბრინჯის ქატო (Oryza sativa) - 400 მგ
  • სპირულინა (Spirulina platensis) - 125 მგ
  • ქაცვი (Hippophae rhamnoides) - 75 მგ
  • ასაისა კენკრა (Euterpe oleracea) - 75 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
  • წყალი

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

ზრდასრულებში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვებთან ერთად.

 

ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.

 

ᲠᲩᲔᲕᲐ

  • საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
  • საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

სელენიუმის კომპლექსის 50 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ტერანოვა (Terranova)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page