ᲰᲘᲐᲚᲣᲠᲝᲜᲘᲡ ᲛᲟᲐᲕᲐᲡ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ (50 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Terranova
110,00GEL
- ღრმად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას და ანიჭებს კანს ელასტიურობას
- გამჭვირვალე კაფსულაში მოთავსებულია მწვანე/კრემისფერი წვრილმარცვლოვანი ფხვნილი
- ინახება გრილ და მშრალ ადგილას და ვარგისია გამოშვებიდან 3 წელი
- ვეგანური/ვეგეტარიანული
- ხორბლის, გლუტენის, სიმინდის, სოიოს, საფუარის, რძის პროდუქტების, ჟელატინის, ცხოველური ინგრედიენტების, დანამატების, შაქრის, საღებავების, არომატებისა და კონსერვანტების გარეშე
- დამზადებულია დიდ ბრიტანეთში
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Terranova - ჰიალურონის მჟავას კომპლექსი წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგან შექმნილ საკვებ დანამატს, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენასა და ჯანსაღი ბზინვარების დაბრუნებას, ამცირებს წვრილ ხაზებსა და ნაოჭებს, აფერხებს ახალი ნაოჭების გაჩენას და ანიჭებს კანს ელასტიურობას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრების სწორად ფუნქციონირების შენარჩუნებაში, იცავს ქსოვილს ანთებითი პროცესებისგან, უზრუნველყოფს ხრტილის კვებას და რეგენერაციას. თითოეული ვეგეტარიანული კაფსულა შეიცავს ჰიალურონის მჟავას ახალ, ინოვაციურ ფორმას (ExceptionHYAL®STAR) და Magnifood-ს - ტერანოვას მიერ მცენარეებისა და ფიტონუტრიენტების ნარევით შექმნილ მდიდარ საკვები დანამატების ინოვაციურ კომპლექსს. ინგრედიენტების უმეტესობა ცივი წესითაა გამომშრალი, რაც უზრუნველყოფს მათში არსებული ცილებისა და საკვები ნივთიერებების უმაღლეს აქტივობასა და სტაბილურობას. თითოეული პროდუქტისთვის Magnifood-ის კომპლექსი ირჩევა ინდივიდუალურად, რომ გაზარდოს აქტიური ინგრედიენტის ბიოშეღწევადობა და ეფექტურობა. საკვები დანამატის შემადგენლობაში ჰიალურონის მჟავა შედის როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი მოლეკულური მასის სახით, რაც განაპირობებს მის ეფექტურობას როგორც კანის, ასევე სახსრების გაჯანსაღებაში.
ეს უნიკალური ფორმულა მნიშვნელოვნად ატენიანებს და ამკვრივებს კანს, ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს და ხდის კანს ელასტიურს. ასევე, გამოიყენება ფრჩხილის მტვრევადობისა და აშრევების დროს, ეფექტურია მოტეხილობებისა და ჭრილობების შემდეგ და გამოიყენება ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს.
ვეგეტარიანული კაფსულის გარსი მარტივად შეიწოვება ორგანიზმში და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის, ვინც ეძებს მცენარეებზე დაფუძნებულ, ჯანსაღ საკვებ დანამატებს.
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
- კანის სიმშრალე
- კანის ელასტიურობის დაქვეითება
- თმის ცვენა
- ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება
- მოტეხილობები, ჭრილობები
- სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
- ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
აქტიური ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულა:
- ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი) - 100 მგ
- Magnifood-ის კომპლექსი - 325 მგ
- ასკილი (Rosa canina) - 75 მგ
- მოცვი (Vaccinium myrtillus) - 75 მგ
- ჭინჭრის ფოთოლი (Urtica dioica) - 75 მგ
- შვიტა (Equisetum arvense) - 50 მგ
- ოხრახუშის ფოთოლი (Petroselinum crispum) - 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები - ვეგეტარიანული კაფსულის გარსი:
- ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა
- წყალი
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
ზრდასრულებში მიიღება 1 ან 2 კაფსულა საკვებთან ერთად.
ეს საკვები დანამატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე, პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
Terranova-ს საკვები დანამატები დამზადებულია ბუნებრივი ნივთიერებებისგან. დაბალანსებული ვიტამინების, მინერალებისა და ნუტრიენტების შემცველობა მინიმუმამდე ამცირებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართე ექიმს.
ᲠᲩᲔᲕᲐ
- საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი
- საკვები დანამატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
შეინახე მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. პროდუქტი ვარგისია დამზადებიდან 3 წელი და დამზადების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
ჰიალურონის მჟავის კომპლექსის 50 კაფსულა.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
ტერანოვა (Terranova)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
დიდი ბრიტანეთი
Quantity