top of page

ᲣᲟᲐᲜᲒᲐᲕᲘ ᲤᲝᲚᲐᲓᲘᲡ ᲔᲜᲘᲡ ᲡᲐᲬᲛᲔᲜᲓᲘ - Humble

SKU 7350075690846
Price

19,90GEL

  • Humble უჟანგავი ფოლადის ენის საწმენდი შექმნილია პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის
  • პროდუქტი ეფექტურად აშორებს ენაზე დაგროვილ ბაქტერიებს
  • დამზადებულია 100% უჟანგავი ფოლადისგან, არ შეიცავს პლასტმასასა და BPA-ს
  • აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble უჟანგავი ფოლადის ენის საწმენდი შექმნილია პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენისთვის - პროდუქტი ეფექტურად აშორებს ენაზე დაგროვილ საკვების ნარჩენებსა და ბაქტერიებს, რაც აუმჯობესებს გემოს აღქმას, პირის ღრუს ჯანმრთელობას და ამცირებს უსიამოვნო სუნს.

 

პროდუქტი დამზადებულია 100% უჟანგავი ფოლადისგან, არ შეიცავს პლასტმასასა და BPA-ს. ენის საწმენდი მარტივად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის შეფუთვა სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

უჟანგავი ფოლადი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მოათავსე საწმენდი ენის უკანა მხარეს და მცირე ზეწოლით გადმოატარე ენის წვერის მიმართულებით. შემდეგ გადაავლე გამდინარე წყალი და გაიმეორე იგივე მოქმედება 4-5 ჯერ. ენის გაწმენდა რეკომენდებულია დღეში ერთხელ ან ორჯერ.


გამოყენების შემდეგ სათანადოდ გაასუფთავე საწმენდი და შეინახე შემდგომი გამოყენებისთვის. ენის გაწმენდისას შეცვალე ენაზე დაწოლის სიძლიერე, რომ თავიდან აირიდო ენის გაღიზიანება და ღებინების რეფლექსი.

 

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე მშრალ ადგილას. 

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page