5-HTP 100 ᲛᲒ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - SNT
82,00 ₾
- აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს
- ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის მართვას
- აუმჯობესებს ძილის ხარისხს
- ამცირებს ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეულ ტკივილს
- აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
5-HTP (5-ჰიდროქსიტრიპტოფანი) არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მიღებულია ამინომჟავის ტრიპტოფანისგან. ის არის ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის წინამორბედი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის, ძილისა და მადის რეგულირებაში. 5-HTP გამოიყენება, როგორც დიეტური დანამატი და აქვს რამდენიმე სასარგებლო თვისება: 5-HTP დაგეხმარება ტვინში სეროტონინის დონის ამაღლებაში, რაც აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის მართვას. 5-HTP არეგულირებს სხეულის ცირკადულ რითმებს და ზრდის მელატონინის დონეს - ჰორმონის, რომელიც პასუხისმგებელია ძილის რეგულირებაზე. ამრიგად, ის შეიძლება სასარგებლო იყოს ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. 5-HTP დაგეხმარება მადის კონტროლშიც - ვიტამინი ამცირებს ჭამის სურვილს და განიჭებს სისავსის გრძნობას. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ 5-HTP შეიძლება დაეხმაროს ტკივილის სიმპტომების შემცირებას და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას ფიბრომიალგიის, ქრონიკული ტკივილისა და სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებში. 5-HTP-ს დადებითი გავლენა აქვს სხეულზე, მათ შორის ენერგიის, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებაში.
ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
სტრესისა და შფოთვის მართვის საჭიროებისას
დეპრესიის მსუბუქი სიმპტომების შესამცირებლად
ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და უძილობის დროს
ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ქრონიკული ტკივილების შემსუბუქებისთვის
მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გასაუმჯობესებლად
მადის კონტროლის და წონის რეგულირების მხარდასაჭერად
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
1 კაფსულაში: 100 მგ. 5-HTP.
დამხმარე ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ
მიიღე 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
60 კაფსულა 5-HTP.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
SNT (Swiss Nutrition Technology)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
შვეიცარია
Quantity
Out of stock





















