top of page

Pro Line ᲑᲘᲝᲓᲔᲒᲠᲐᲓᲘᲠᲔᲑᲐᲓᲘ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ 7K ᲯᲐᲒᲠᲣᲚᲘᲗ - Ultra-Soft - Humble

Price

12,90GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი კბილის ჯაგრისები ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით
  • არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურად აშორებს ნადებს
  • აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble კბილის ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ნივთიერებებისგან, ხოლო ჯაგრულები უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან ( არ შეიცავს BPA-ს), რომლის 65% მცენარეული მასალაა და მიღებულია აბუსალათინის მარცვლებისგან. ჯაგრისი ძალიან რბილი ჯაგრულების დახმარებით უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას ღრძილების პრობლემების დროს, არ აზიანებს მინანქარს და პირის ღრუს უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში.


Humble კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოაციაციის მიერ, პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადის დამჭერები
  • კბილის ჯაგრისის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები (სიმინდის სახამებელი), პოლიპროპილენი (PP).

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყო ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროს ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. კბილები გაიხეხე 2 წუთის განმავლობაში, დილით და საღამოს.

 

12 წლამდე ბავშვებისთვის პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲤᲔᲠᲘ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page