top of page

ᲑᲐᲛᲑᲣᲙᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲘ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ - Humble

Price

13,90GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბამბუკის კბილთაშორისი ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით
  • ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში ღრძილების დაზიანების გარეშე
  • იდეალურია ბრეკეტებისა და არასწორი თანკბილვის არსებობისას
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble ბამბუკის კბილთაშორისი ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ცვილით, ხოლო ჯაგრულები - უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს). ჯაგრისი იდეალურად ასუფთავებს კბილებსა და პირის ღრუს, აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, იდეალურია ბრეკეტების, იმპლანტების, არასწორი თანკბილვის ან სამაგრების არსებობისას, რადგან უზრუნველყოფს ღრმა წმენდას პირის ღრუს მიუდგომელ ადგილებში და არ აღიზიანებს ღრძილებს.


Humble კბილთაშორისი ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილთაშორისი ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადი
  • კბილთაშორისი ჯაგრისის სახელური: მცენარეული ცვილით დაფარული ბამბუკი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მოათავსე ჯაგრისი კბილთაშორის ან ბრეკეტებს შორის, სადაც ვერ აღწევს სტანდარტული კბილის ჯაგრისი და ნაზად გაიხეხე, მსუბუქი, წინ და უკან მოძრაობით დაახლოებით 2-3-ჯერ. კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ.

 

აუცილებლად შეარჩიე შენთვის სათანადო ზომის ჯაგრისი სტომატოლოგთან ერთად.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე მშრალ ადგილას.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲖᲝᲛᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page