top of page

ᲑᲘᲝᲓᲔᲒᲠᲐᲓᲘᲠᲔᲑᲐᲓᲘ ᲙᲑᲘᲚᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲘ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ - Humble

Price

11,90GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბიოდეგრადირებადი კბილთაშორისი ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით
  • ეფექტურად ასუფთავებს კბილებს და აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში ღრძილების დაზიანების გარეშე
  • იდეალურია ბრეკეტებისა და არასწორი თანკბილვის არსებობისას
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble ბიოდეგრადირებადი კბილთაშორისი ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბუნებრივი ნივთიერებებისგან (სიმინდის სახამებელი) და პოლიპროპილენისგან (PP), ხოლო ჯაგრულები - უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს). ჯაგრისი იდეალურად ასუფთავებს კბილებსა და პირის ღრუს, აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში, იდეალურია ბრეკეტების, იმპლანტების, არასწორი თანკბილვის ან სამაგრების არსებობისას, რადგან უზრუნველყოფს ღრმა წმენდას პირის ღრუს მიუდგომელ ადგილებში და არ აღიზიანებს ღრძილებს.


Humble კბილთაშორისი ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილთაშორისი ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადი
  • კბილთაშორისი ჯაგრისის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები (სიმინდის სახამებელი) და პოლიპროპილენი (PP)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მოათავსე ჯაგრისი კბილთაშორის ან ბრეკეტებს შორის, სადაც ვერ აღწევს სტანდარტული კბილის ჯაგრისი და ნაზად გაიხეხე, მსუბუქი, წინ და უკან მოძრაობით დაახლოებით 2-3-ჯერ. კბილთაშორისი ჯაგრისის გამოყენება სასურველია დღეში ერთხელ ან ორჯერ.

 

აუცილებლად შეარჩიე შენთვის სათანადო ზომის ჯაგრისი სტომატოლოგთან ერთად. 

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე მშრალ ადგილას.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

ᲐᲘᲠᲩᲘᲔ ᲖᲝᲛᲐ

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page