top of page

ᲞᲘᲢᲜᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲞᲐᲡᲢᲐ ᲛᲘᲜᲘᲡ ᲥᲘᲚᲐᲨᲘ (50 ᲛᲚ) - Humble

SKU 7350075693205
Price

35,00GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შექმნილი კბილის პასტა პიტნის არომატით
  • აქტიურად იცავს კბილებს კარიესისა და ნადებისგან
  • არ შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატსა (SLS) და პარაბენებს
  • აღიარებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანურია, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble Natural კბილის პასტა ბუნებრივი ინგრედიენტებით აშორებს ნადებს, ასუფთავებს პირის ღრუს და იცავს კბილებს კარიესისგან. პიტნის ძლიერი არომატი უზრუნველყოფს სისუფთავისა და სიგრილის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში. კბილის პასტა მოთავსებულია მინის ქილაში, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პლასტმასის ნარჩენების ეფექტური შემცირება და გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენება.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: ნატრიუმის ფტორიდი, თუთიის გლუკონატი
  • დამხმარე ინგრედიენტები: სორბიტოლი, ჰიდრატირებული სილიციუმი, წყალი, ლაურილ გლუკოზიდი, ქსანთანის გუმფისი, პიტნის ზეთი, ქსილიტოლი, CI 77891, ალოეს წვენი, რებაუდიოზიდი A, ლიმონმჟავა, ლიმონენი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

ბამბუკის აპლიკატორით მოათავსე მუხუდოს მარცვლის ზომის კბილის პასტა ჯაგრულაზე.

 

არ გამოიყენო პროდუქტი მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. ასევე, 7 წლამდე ბავშვებისთვის პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში. 

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page