ᲡᲐᲞᲝᲜᲘ ᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘᲐᲠᲔ ᲙᲐᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ - Sonett
22,50 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
Sonett-ის ხელის, სახისა და სხეულის დასაბანი საშუალება მგრძნობიარე კანისთვის 100%-ით ბიოდეგრადირებადია და დამზადებულია სუფთა მცენარეული ტენზიდებით - მინერალური ზეთების, სურნელის, ფერის მიმცემი ნივთიერებებისა და კონსერვანტების გარეშე.
Sonett-ის ამ უსუნო ხელის საპნის ზეთები მიღებულია 100% ბიო-მეურნეობებიდან: ბიო-ქოქოსის ცხიმი ფილიპინების მცირე მეურნეობებიდანაა, სადაც ქოქოსის პალმები მაქსიმუმ 5 ჰექტარზეა შერეულ კულტურებად გაშენებული, ხოლო ბიო -ზეითუნის ზეთი ხმელთაშუა ზღვის რეგიონებიდანაა.
პროდუქტს აქვს ისეთი ეკო-სერტიფიკატები, როგორებიცაა:
- NCS (Natural Cosmetics Standard)
- CSE (Certified Sustainable Economics)
- Vegan Society
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
წყალი, კალიუმის ოლივატი, კალიუმის მარილი, ქოქოსის გლუკოზიდი, ლაურილ გლუკოზიდი, ეთილის სპირტი, გლიცერინი, ლიმონმჟავა.
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
საპონი შეგიძლია გამოიყენო ხელებისა და მთელი სხეულის დასაბანად, ასევე, შესაფერისია კედლის დისპენსერებისთვის.
ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
პროდუქტი შეინახე 10-25°C ტემპერატურაზე (მცირე დროით ტემპერატურის გადაჭარბება ან მინიმუმზე ქვემოთ დაწევა არ აზიანებს პროდუქტს).
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
300 მლ. საპონი მგრძნობიარე კანისთვის.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
Sonett
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
გერმანია
Quantity
Out of stock

















