top of page

ᲓᲘᲒᲔᲡᲢᲝᲓᲝᲠᲝᲜᲘ (100 ᲢᲐᲑᲚᲔᲢᲘ) - Weleda

SKU -08915839
Price

53,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

დიგესტოდორონი (Digestodoron®) არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას, ხსნის ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა გულძმარვა, შებერილობა, ღებინება. ასევე, საბაზისო თერაპიას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ.

 

სამი სხვადასხვა სახეობის გვიმრა და ტირიფის ფოთლების ექსტრაქტი აღადგენს დაზიანებულ ნაწლავის ლორწოვან გარსებს და არეგულირებს სითხის შემცველობას როგორც დიარეის, ისე ყაბზობის დროს.

 

პრეპარატი გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება წყლულოვანი კოლიტისა და გრანულომატოზური ენტერიტის დროს. მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული და სეკრეტორული ფუნქციის აღდგენა. დიგესტოდორონი ეფექტური საშუალებაა ქრონიკული მორეციდივე ნევროზული დიარეა-ობსტიპაციების მონაცვლეობის დროს.

 

ᲩᲕᲔᲜᲔᲑᲔᲑᲘ
საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა, მისგან გამოწვეული გულძმარვა, გულისრევა, მეტეორიზმი, ფაღარათი, შეკრულობა.

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

1 ტაბლეტი შეიცავს: 36 მგ. მთის ჩადუნას ფოთლების სპირტიან დიგესციოს / 8 მგ. კილამურას ფოთლების სპირტიან დიგესციოს / 80 მგ. წნორის, წითელი ტირიფისა და მანეულის ფოთლების სპირტიან დიგესციოს / 36 მგ. ირმის ენას ფოთლების სპირტიან დიგესციოს / შემავსებლებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ხორბლის სხამებელს, კალციუმის ბეჰენატს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

დიგესტოდორონი არ გამოიყენება დაავადების მწვავედ მიმდინარეობისას და ლაქტოზის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.

 

  • მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლიდან: 2-4 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ
  • 6-დან 12 წლამდე ბავშვებში: 1-2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ
  • 2-დან 5 წლამდე ბავშვებში: 1 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ
  • 2 წლამდე ბავშვებში: 1/2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ

 

ტაბლეტები მიიღება მცირე ოდენობის წყალთან ერთად, ჭამამდე 15 წუთით ადრე. დიგესტოდორონი გამოიყენება 3-თვიანი კურსის სახით. შესვენების შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

100 ტაბლეტი დიგესტოდორონი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page