top of page

ᲝᲛᲔᲒᲐ-3 ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ (60 ᲡᲐᲦᲔᲭᲘ ᲟᲔᲚᲘᲑᲝᲜᲘ) - Cytoplan

SKU 5060202187324
Price

155,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ომეგა-3, იგივე თევზის ქონის ცხიმოვანი მჟავები, ბავშვის გონებრივ, კოგნიტურ და ფიზიკურ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს. ის უზრუნველყოფს მხედველობისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ამასთან, თევზის ქონი მდიდარია პექტინით, რომელიც ნაწლავის „მეგობარი ბაქტერიებისთვის” მნიშვნელოვან საკვებს წარმოადგენს. ომეგა-3-ის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ/ვერ მიირთმევენ საკმარისი რაოდენობით ცხიმიან თევზს და მათი რაციონი არ არის მრავალფეროვანი.

 

თევზის ფორმის საღეჭ ჟელიბონებს ფორთოხლისა და მარწყვის ბუნებრივი, სასიამოვნო გემო აქვს, იოლია დასაღეჭად და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

Cytoplan-ის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სკუმბრიასებრთა თევზებისგან მიიღება (თევზის ქონში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მაღალი შემცველობა სკუმბრიასებრთა ოჯახის თევზებში გვხვდება). თევზჭერა კონტროლირებად სუფთა წყლებში, სერტიფიცირებული მეთოდით ხდება.

 

1 ცალი საღეჭი ჟელიბონის შემცველობა შემდეგია: 500 მგ. თევზის ქონი (11 მგ. დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA), 2 მგ. ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA)), ლერწმის შაქარი, სახამებელი, გამოხდილი წყალი, პექტინი, ლიმონმჟავა, ბუნებრივი არომატები (მარწყვი & ფორთოხალი), ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), ნატრიუმის ციტრატი, ბუნებრივი საღებავები (შავი სტაფილი, ანატო), მზესუმზირის ზეთი.

 

ჟელიბონები არ შეიცავს ჟელატინს, არამედ დამზადებულია ლერწმის შაქრის, სახამებლის, გამოხდილი წყლისა და პექტინისგან. ასევე, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, სოიოს ან რძის პროდუქტებს, სინთეზურ საღებავებს, დამატკბობლებსა და არომატიზატორებს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

დღიური დოზა 3 წლიდან ბავშვებში არის 2 საღეჭი ჟელიბონი, 4-დან 6 წლამდე – 4 ჟელიბონი, ხოლო 7 წლიდან ბავშვებში – 6 ჟელიბონი.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Cytoplan-ის საბავშვო ომეგა-3-ის 60 საღეჭი ჟელიბონი ფორთოხლისა და მარწყვის არომატით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Cytoplan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page