top of page

ᲝᲛᲔᲒᲐ ᲑᲐᲚᲐᲜᲡᲘ (60 ᲙᲐᲤᲡᲣᲚᲐ) - Cytoplan

SKU 5060202184934
Price

130,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავები პრაქტიკულად ყველა უჯრედში როგორც სტრუქტურულ, ისე ფუნქციურ როლს ასრულებს. ესენციური ცხიმოვანი მჟავები ისევე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, როგორც ვიტამინები და მინერალები. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების მიღებასთან ერთად საჭიროა მათი ბალანსი. ზუსტად ასეთი ბალანსირებული თანაფარდობით შეიქმნა Cytoplan-ის ომეგა ბალანსი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისთვის.

 

  • GLA (გამა ლინოლენის მჟავა) არეგულირებს არტერიულ წნევას, რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემებს
  • DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა) აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის (საჭიროა დღიურად 250 მგ. DHA) და თვალის ჯანმრთელობისთვის (საჭიროა დღიურად 250 მგ. DHA)
  • DHA და EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) განაპირობებენ გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, არტერიული წნევის რეგულირებასა (დღიურად საჭიროა 3 გ. EPA/DHA) და სისხლში ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას (დღიურად საჭიროა 3 გ. EPA ან 2 გ. DHA)

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

ცხიმოვანი მჟავები მიიღება მიკრო წყალმცენარეებისგან, რომლებიც კონტროლირებად გარემოში იზრდებიან (Schizochytrium sp microalgae), ამიტომ გამორიცხულია პროდუქტის კონტამინაცია დაბინძურებული ოკეანის წყლით.

 

1 კაფსულა შეიცავს 500 მგ. მიკრო წყალმცენარეების ზეთს, 150 მგ. DHA-ს, 75 მგ. EPA-ს, 500 მგ. ენოთერას ზეთსა და 46 მგ. GLA-ს.

 

ომეგა ბალანსი არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, ხორბლის, სოიოს, რძის პროდუქტებს, სინთეზურ დამატკბობელს, საღებავებსა და არომატიზატორებს.

 

ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲓᲐ ᲓᲝᲖᲘᲠᲔᲑᲐ

მიიღე 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

 

თუ გაქვს ღვიძლის დაავადებები ან თუ იღებ ანტიკოაგულანტებს, საკვები დანამატის გამოყენებამდე მიმართე ექიმს.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

Cytoplan-ის ომეგა ბალანსის 60 კაფსულა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Cytoplan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

დიდი ბრიტანეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page