top of page

C+ ᲮᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲠᲔᲛ-ᲛᲣᲡᲘ (75 ᲛᲚ) - Callusan

SKU 4041986999885
Price

28,00GEL

  • დამატენიანებელი კრემ-მუსი მშრალი კანისთვის
  • ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ
  • ვარგისია გახსნიდან 12 თვის განმავლობაში
  • ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით
  • დამზადებულია გერმანიაში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

კალუსანის C+ ხელის დამატენიანებელი კრემ-მუსი ეფექტურად ატენიანებს და კვებავს მშრალ და მგრძნობიარე კანს მასში შემავალი შიის კარაქისა და ალოე ვერას დახმარებით. მუსი გაუხეშებულ ხელებს ანიჭებს სასიამოვნო, ხავერდოვან ეფექტს და ხანგრძლივად უნარჩნებს ტენს კანის ღრმა ფენებს.

 

მუსის ტექსტურა ძალიან მსუბუქი, თხელი და ჰაეროვანია, კანზე დატანისთანავე შეიწოვება, აქვს ბუნებრივი, სასიამოვნო სურნელი, არ ახშობს ფორებს და არ აცხიმიანებს კანს, რაც მეტად კომფორტულს ხდის მის გამოყენებას.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • მთავარი ინგრედიენტები: შიის კარაქი, ბარამბოს ექსტრაქტი, ალოეს წვენის ფხვნილი, ალანტოინი, ვიტამინი E
  • დამხმარე ინგრედიენტები: წყალი, ბუტანი, პროპანი, ცეტერილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, ფენოქსიეთანოლი, ლაურილ გლუკოზიდი, კოკამიდოპროპილ ბეტაინი, პოლიგლიცერილ-2 დიპოლიჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ქლორიდი, იზობუტანი, ეთილჰექსილგლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონის მჟავა, ჰექსილ ცინამალი, რძემჟავა, კალიუმის სორბატი, კალიუმის ქლორატი, პარფიუმი, ლიმონენი, ლინალოლი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

  • მუსის მისაღებად და ჩამკეტის გასახსნელად სპრეის საფრქვევი გადასწიე წინ
  • გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიე, რომ საფრქვევზე მიჭერისას მიიღო მსუბუქი, ჰაეროვანი მუსი
  • კალუსანის კრემ-მუსი დაიტანება სუფთა, მშრალ კანზე ყოველი ხელის დაბანის შემდეგ
  • სასურველი შედეგის მისაღებად სრულებით საკმარისია კაკლის ზომის მუსის ერთჯერადად გამოყენება
  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
  • არ არის რეკომენდებული ღია ჭრილობაზე ან ზედმეტად დაზიანებულ კანზე გამოყენება

 

არ არის რეკომენდებული პროდუქტის მთავარი ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

  • ორსულობა: ვინაიდან ორსულებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.
  • ასაკი: ვინაიდან ბავშვებში ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, კალუსანის გამოყენებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

შეინახე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, მზის პირდაპირი სხივებისგან, ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

75 მლ. Callusan-ის C+ ხელის დამატენიანებელი კრემ-მუსი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

Callusan

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page