top of page

Ultra-Soft ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲯᲐᲒᲠᲘᲡᲘ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ (2-8 ᲬᲔᲚᲘ) - Proud Edition - Humble

SKU 7350075690259
Price

9,00GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ბამბუკის კბილის ჯაგრისი ნეილონის (არ შეიცავს BPA-ს) ჯაგრულებით
  • სპეციალურად შექმნილია 2-8 წლის ბავშვებისთვის
  • არ აზიანებს მინანქარს და ეფექტურად აშორებს ნადებს
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური, არ იტესტება ცხოველებზე (Cruelty-Free)
  • დამზადებულია შვედეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

Humble კბილის ჯაგრისი დამზადებულია 100%-ით ბიოდეგრადირებადი ბამბუკისგან, რომელიც დაფარულია ბუნებრივი ცვილით, ხოლო ჯაგრულები - უმაღლესი ხარისხის ნეილონისგან (არ შეიცავს BPA-ს), რომლის 65% მცენარეული მასალაა და მიღებულია აბუსალათინის მარცვლებისგან.


ჯაგრისის თავის უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის წმენდას, არ აზიანებს მინანქარს და პირის ღრუს უნარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში.

 


Humble კბილის ჯაგრისები დამტკიცებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოაციაციის მიერ პლასტმასას საუკეთესო, ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივად. აღსანიშნავია, რომ გარდა ჯაგრისისა, შეფუთვაც სრულად კომპოსტირებადი და გადამუშავებადია. 

 

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილის ჯაგრისის თავი: ნეილონის ელასტომერი (არ შეიცავს BPA-ს)
  • უჟანგავი ფოლადის დამჭერები
  • კბილის ჯაგრისის სახელური: მცენარეული ცვილით დაფარული ბამბუკი

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

კბილების გამოხეხვა უნდა დაიწყო ნაზი, მსუბუქი და წრიული მოძრაობებით ღრძილებიდან კბილის მიმართულებით, კბილების თანმიმდევრობის დაცვით. კბილის ჯაგრისი უნდა გეჭიროს ღრძილებისა და კბილების ზედაპირის პარალელურად დახრილ მდგომარეობაში. კბილები გაიხეხე 2 წუთის განმავლობაში - დილით და საღამოს.

 

პროდუქტი განკუთვნილია 2-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page