top of page

ᲛᲐᲠᲬᲧᲕᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲫᲐᲤᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲣᲠᲘᲗ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ (30 ᲪᲐᲚᲘ, ᲔᲠᲗᲘ ᲫᲐᲤᲘᲗ) - Humble

SKU 7350075694103
Price

9,90GEL

  • ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ნივთიერებებისა და ინგრედიენტებისგან შექმნილი საბავშვო კბილის ძაფი სახელურით
  • აქტიურად ასუფთავებს კბილებს ნადებისგან და იცავს კარიესისგან
  • ვარგისია განმეორებით გამოყენებისთვის
  • აღიარებულია შვედეთის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ
  • ვეგანური
  • დამზადებულია შვედეთში

 

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ

ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის კბილის ძაფი შექმნილია კბილებს შორის და ღრძილის ხაზის გასწვრივ ძნელად მისადგომი უბნების საფუძვლიანად გასაწმენდად, რაც აფერხებს კბილებზე ქვებისა და კარიესის განვითარებას. სტომატოლოგიური ძაფის რეგულარულად გამოყენება ხელს უწყობს ნადებისა და ბაქტერიების მოცილებას.

 

დინოზავრის ფორმის სახელური და მარწყვის არომატი კბილების წმენდას ბევრად სახალისოსა და საინტერესოს ხდის ბავშვებისთვის, ხოლო მშობლებს საშუალება ეძლევათ ადრეული ასაკიდანვე მარტივად განუვითარონ ბავშვებს ჯანსაღი ჩვევები, ასწავლონ კბილის ძაფის სწორად გამოყენება და შეუნარჩუნონ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

  • კბილის ძაფი: პოლიეთილენი (არ შეიცავს BPA-სა და PFAS-ს)
  • კბილის ძაფის სახელური: ბიოდეგრადირებადი ნივთიერებები(სიმინდის სახამებელი), პოლიპროპილენი (PP)

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

მშობლების დახმარებით ნაზად ჩაასრიალე ძაფი კბილის ზევით-ქვევით მიმართულებით ჯერ ერთი კბილის საზღვარზე, ხოლო შემდეგ ძაფი მცირედით ამოწიე და მეორე კბილის მხარეს მოაქციე. გაიმეორე ეს მოძრაობა კბილიდან კბილზე გადასვლისას.

 

ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

პროდუქტი შეინახე მშრალ ადგილას.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

30 ცალი საბავშვო კბილის ძაფი მარწყვის არომატითა და სახელურით.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

The Humble Co.

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

შვედეთი

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page