ᲐᲠᲐᲞᲐᲠᲤᲘᲣᲛᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲜᲘᲐᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲙᲠᲔᲛᲘ ᲛᲒᲠᲫᲜᲝᲑᲘᲐᲠᲔ ᲙᲐᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ (30 ᲛᲚ) - Weleda
59,00 ₾
ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ
დამატენიანებელი კრემი განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის და მისი გამოყენება შეგიძლია როგორც დღე, ისე ღამე. კრემი ამშვიდებს, კვებავს და აღადგენს ადვილად გაღიზიანებად, სიწითლისკენ მიდრეკილ მშრალ კანს. ნუშისა და ქლიავის ზეთები კანის ბუნებრივი დამცავი გარსის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, მოჭიმულ, გამომშრალ კანს არბილებს და ელასტიურობას მატებს.
ველედას მგრძნობიარე კანის სერიის კრემები არ არის პარფიუმირებული და მხოლოდ მცირე რაოდენობის, სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის შერჩეულ ინგრედიენტებს შეიცავს. რეკომენდებულია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
პროდუქტი დერმატოლოგიურად შემოწმებული და დადასტურებულია.
ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ
წყალი, ტკბილი ნუშის ზეთი, სპირტი, გლიცერილ სტეარატი SE, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ქლიავის თესლის ზეთი, გლიცერინი, ქსანთანი, რძემჟავა.
ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
სახის კრემი წაისვი დილა-საღამოს წინასწარ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. მაქსიმალური ეფექტისთვის გამოიყენე ნუშის დამამშვიდებელ ზეთთან ერთად.
ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ
30 მლ. არაპარფიუმირებული დამატენიანებელი კრემი მგრძნობიარე კანისთვის.
ᲑᲠᲔᲜᲓᲘ
ველედა (Weleda)
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ
გერმანია
Quantity
Out of stock





















