top of page

ᲨᲠᲐᲢᲘ - ᲑᲠᲝᲬᲔᲣᲚᲘ & ᲛᲐᲙᲐᲡ ᲞᲔᲞᲢᲘᲓᲔᲑᲘ (30 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638579995
Price

102,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედების შრატი აძლიერებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს და დაზიანების გარეშე ჭიმავს კანს. ბიო-ბროწეულის თესლის ზეთი და მაკას ფესვის პეპტიდები ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტთან ერთად კანის უჯრედულ ენერგიას ზრდის და მის სწრაფ რეგენერაციას უწყობს ხელს, ხოლო ალოეს გელი სწრაფად და ინტენსიურად ატენიანებს კანს. შრატი ხელს უშლის ასაკობრივი ლაქების წარმოქმნის პროცესს და არ ახშობს ფორებს.


ბროწეულისა და მაკას პეპტიდების შრატი ასაკობრივი კანის მოთხოვნებზეა გათვლილი, თუმცა მისი გამოყენება რეკომენდებულია ოქსიდაციური სტრესის (გადაჭარბებული რუჯი, სოლარიუმი) შემდეგ ინტენსიური დატენიანებისა და უჯრედების სწრაფი რეგენერაციისთვის, ასევე, მშობიარობის შემდეგ მოდუნებული კანის გასამკვრივებლად და წონის ცვლილების დროს.

 

 

შრატი იდეალურია 35-55 წლის ასაკის ქალბატონებისთვის.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

წყალი, სპირტი, გლიცერინი, სეზამის თესლის ზეთი, ალოე, ბეტაინი, ბროწეულის თესლის ზეთი, ფეტვის მარცვლის ექსტრაქტი, ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი, მზესუმზირის თესლის ზეთი, ბეტა-გლუკანი, პექტინი, ქსანთანი, ლიმონმჟავა, E ვიტამინი (ტოკოფეროლი), პერუანული მაკას ჰიდროლიზებული ფესვი, მალტოდექსტრინი, კაჟმიწა, სურნელი, ლიმონენი, ლინალოოლი, გერანიოლი, ციტრალი, კუმარინი.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

დღის ან ღამის კრემის წასმამდე ნაზად შეიზილე შრატი სუფთა სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

30 მლ. სახის შრატი.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page