top of page

ᲖᲦᲕᲘᲡ ᲛᲐᲠᲘᲚᲘᲡ ᲙᲑᲘᲚᲘᲡ ᲞᲐᲡᲢᲐ (75 ᲛᲚ) - Weleda

SKU 4001638098090
Price

23,00GEL

ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲘᲡ ᲔᲤᲔᲥᲢᲘ 

ზღვის მარილის კბილის პასტა იცავს კბილს კარიესის, კბილის ქვისა და ნადებისგან. ზღვის მარილი არეგულირებს ნერწყვდენას და ააქტიურებს კბილების თვითწმენდის ფიზიოლოგიურ პროცესს, ნატრიუმის ბიკარბონატის მარილი ხელს უწყობს პირის ღრუში სუსტი ტუტე არის შენარჩუნებას, რათანიას ფესვის, მურის, ცხენის წაბლისა და კვრინჩხის ექსტრაქტები ქსოვილების ტონუსს ზრდიან, ნაზი აბრაზიული ნაწილაკები კბილებს ასუფთავებენ და იცავენ ნადებისა და ქვის წარმოქმნისაგან, ხოლო პიტნის გამაცოცხლებელი არომატი სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას ტოვებს.

 

ᲨᲔᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

ნატრიუმის ბიკარბონატი, წყალი, გლიცერინი, კაჟმიწა, პიტნის ეთერზეთი, კვრინჩხის ნაყოფის წვენი, ზღვის მარილი, ჟოჟობას (უნაბის) თესლის ზეთი, მურის ფისის ექსტრაქტი, ცხენისწაბლის ქერქის ექსტრაქტი, კრამერიას ფესვის ექსტრაქტი, გუარის გუმიზი, სპირტი, ესკულინი, გემო-არომატი, ლიმონენი, ლინალოოლი.

 

ველედას პირის ღრუს მოსავლელ პროდუქტებში მხოლოდ ნატურალური, სუფთა მცენარეული და მინერალური სუბსტანციები გამოიყენება, რაც პირის ღრუს მიკროფლორას ბუნებრივ წონასწორობას უნარჩუნებს. პროდუქტები არ შეიცავს მაქაფებელ ტენზიდებს, სინთეზურ არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვატებს, შაქარსა და შაქრის შემცვლელებს, ფთორწყალბადმჟავას მარილებს.

 

ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ

პატარა წრიული მოძრაობებით გაიწმინდე კბილები მშრალ ჯაგრისზე მოთავსებული 2 სმ. სიგრძის მარილის პასტით.

 

ᲒᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐ

75 მლ. ზღვის მარილის ვეგანური კბილის პასტა.

 

ᲑᲠᲔᲜᲓᲘ

ველედა (Weleda)

 

ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ

გერმანია

Quantity

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘ

bottom of page